რჩევები როგორ "მოვარჯულოთ" ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - 5 გამოცდილი მეთოდი 2015, 21 ოქტომბერი, 11:51 ალბათ არ არსებობს ადამიანი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი მაინც რომ არ ჰქონდეს ისეთი, რომელშიც მოხერხებული მხოლოდ ჯდომაა. როცა მაღაზიაში ისნჯავთ, გგონიათ, რომ ძალიან ლამაზი და კომფორტულია. მაგრამ სახლში მოტანისას ხვდებით, რომ ქუჩაში ამ ფეხსაცმლით სიარული ნამდვლი ტანჯვა იქნება.
ასე რომ, თუ თქვენ ისეთი ფეხსაცმელი შეიძინეთ, რომელიც გიჭერთ, კანს გიხეხავთ და საშინელ დისკომფორტს გიქმნით, გაითვალისწინეთ ქვემოთ შემოთავაზებული რჩევები. ისინი დაგეხმარებათ მარტივად გაწელოთ და ფეხზე მოირგოთ უხერხული ფეხსაცმელი. 1. ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი დაასველეთ სპირტით, ჩაიცვით და ატარეთ 2 საათის განმავლობაში. ამ პროცედურის ჩატარება კარგია ნებისმიერ ახლადშეძენილ ფეხსაცმელზე (თუნდაც ზუსტად თქვენი ზომა იყოს), რათა დაარბილოთ იგი და უკეთ მოირგოთ ფეხზე. ![]() 2. თუ ფეხსაცმელი პატარა მოგივიდათ, ფენისა და თბილი წინდების დახმარებითაც ეფექტურად შეგიძლიათ მისი გაწელვა. ამისათვის ჩაიცვით შალის წინდებიან ფეხზე ფეხსაცმელი, მიუშვირეთ რამდენიმე წუთის მანძილზე ფენიდან გამომავალი ცხელი ჰაერი. სულ ესაა. ![]() ![]() ![]() ![]() 33231 11-ს მოსწონს 1-ს არა
|