რჩევები დახვეწილი პატარები საშემოდგომო ტენდენციებით 2015, 19 ოქტომბერი, 14:08 ჩაცმა-დახურვის საკითხი დღეს მეტად აქტუალურია თითქმის ყველა ქვეყანაში. ვსეირნობთ ქუჩაში და მასიურად ვაწყდებით პარკებსა თუ მოედნებზე მოსეირნე დედებსა და მათ დახვეწილად ჩაცმულ შვილებს. უმეტეს თქვენთაგანს აღიზიანებს ეს ფაქტი და მიაჩნია, რომ "მთავარია ბავშვს ეცვას თბილად და რა საჭიროა ასე გადაპრანჭვა?"; "უკარგავენ ბავშვობას"; "ამეტიჩრებენ უაზროდ" და რა ვიცი, კიდევ რამდენი მსგავსი აზრი მოგდით იმ წუთას თავში, თუმცა ეს ყველა მოსაზრება იყო სადღაც წარსულში და ეხლა, როდესაც არსებობს ამდენი იდეოლოგია, რატომაც და არა... ვფიქრობ სასიამოვნო ფაქტია, როდესაც მოხდენილად ჩაცმულ პატარებს ვხედავთ ქუჩაში, რადგან ამ ლამაზ ანგელოზებს, სამოსი უფრო მეტად ალამაზებთ და მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ამით მათ ბავშვობას ვუკარგავთ. იცვლება წლები და მასთან ერთად დრო და ტენდენციები, ამიტომ გარკვეულწილად ფეხი უნდა ავაყოლოთ მას შეძლებისდაგვარად, რადგან თქვენმა პატარებმა სიმცირე არ იგრძნონ ამ ფაქტორის გამო თანატოლებისგან.
მოთხოვნაც მზარდია საბავშვო ტანსაცმელებზე და იწარმოება ყოველ დღე უფრო და უფრო ექსკლუზიური კოლექცია ბავშვთა ტანსაცმელისა, რომლებიც ზრდასრულ ტენდენციებთან ერთად იკავებს წამყვან პოზიციას გლობალური მოდის ინდუსტრიაში. მოდის თითქმის ყველა სახლსა და კერძო სამკერვალოებს აქვს წარმოდგენილი კოლექციები ძველ ხაზებთან შერწყმული თანამედროვე ელემენტები, რაც შესაძლებლობას იძლევა თქვენს ბავშვებს ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბოს სწორი გემოვნება. ალბათ ბევრი თქვენგანი ბოდვაში ჩამითვლის სტატიას, მაგრამ გახსოვდეთ დრო და მოდა როგორი იყო თქვენი მამა-პაპის დროს, თქვენს ახალგაზრდობაში, თქვენი გაზრდილი შვილების ბავშვობაში და ეხლა. უბრალოდ გავუგოთ თანამედროვე დედებს, რომლებიც ამ დროში ცხოვრობენ და სურთ მოირგონ ის " ყველაფერი ახალი" ტენდენციებისა, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ "კარგად დავიწყებული ძველია". ახლა კი, მინდა წარმოგიდგინოთ დახვეწილი პატარები საშემოდგომო სტილით. 107 13-ს მოსწონს
|