x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
10 ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგი გემოვნება გაქვს
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.



image



მოდის ინდუსტრიაში პირველი დიზაინერი იყო ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ უორტი (1826-1895). თავდაპირველად, მას ჰქონდა ქსოვილების პატარა სახლი, შემდეგ მოდის სახლი პარიზში. ფაქტობრივად ტანსაცმლის დიზაინი და მისი შექმნა ხელთ ეპყრო უცნობ მკერავს, მისგან მაღალ მოდას მემკვიდრეობით ერგო სამეფო კარის ჩაცმის სტილი. წარმატების მაჩვენებელი იყო ის, რომ მას შეეძლო ეკარნახა მყიდველებისთვის თუ რა ჩაეცვათ. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც მოდის სახლმა დაიწყო მსახიობების დაქირავება, რათა დაეხატათ თანსაცმლის დიზაინი. ნახატის მეშვეობით კლიენტს შეეძლო დაენახა ტანსაცმლის სახე, ეს უფრო იაფი ჯდებოდა ვიდრე მზა ტანსაცმლის შეკერვა და მორგება მოდელზე, თუ კლიენტს დიზაინი მოეწონებოდა, ისინი უკვეთავდნენ, ეს იქცა შემოსავლის წყაროდ მოდის სახლისთვის, შეკვეთილი ტანსაცმელი ქმნიდა ფულს. ამგვარად დაინერგა ტრადიცია, დიზაინერები წინასწარ ხატავდნენ ტანსაცმელს, ე.წ. მოდურ ილუსტრაციებს.




პრაქტიკულად მაღალი მოდა წარმოიშვა პარიზში. შემდეგ ლონდონში. მოდის მაღაზიები სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიდნენ მოდური ჟურნალების რედაქტორებს მოდურ ჩვენებებზე. მაღაზიის ხელმძღვანელები აგზავნიდნენ მყიდველებს, ე.წ. „ბაიერებს“ პარიზის მოდის ჩვენებებზე, სადაც ისინი იძენდნენ ტანსაცმელს რათა ასლი გადაეღოთ. ფაქტობრივად ისინი ღიად იპარავდნენ ტანსსაცმლის სტილს, ხაზს, მორთულობას და მთლიან დეტალებს.




მოდა! ძალიან გამომწვევი სიტყვაა, რომელიც მუდმივად მოითხოვს მიყოლას, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ვინმეს. სამწუხაროდ, მოდის უამრავი მსხევრპლი გვყავს და ვინ არის ამაში დამნაშავე, თუ არა თავად მოდა?



როგორც წესი, მათ, ვისაც ნამდვილად კარგი გემოვნება აქვთ, კარგად იციან, რომ ელეგანტურად გამოიყურებიან. თუმცა არის ისეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ძალიან თავდაჯერებულ გოგონებს წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ გამოიყურებიან სსხვისი თვალებით... გადავწყვიტე დავეხმარო მათ ამის გარკვევაში და შევკრიბე 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ სტილის შესანიშნავი გრძნობა გაქვთ.



10 ნიშანი, რომელიც ამტკიცებს, რომ კარგი გემოვნება გაქვს



1. ხშირი კომპლიმენტი. image

თუ ხშირად იღებთ კომპლიმენტებს თქვენი გარეგნობის შესახებ, მაშინ ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი გარეგნობა სასიამოვნოდ შთამბეჭდავია. სხვადასხვა ადამიანების ხშირი კომპლიმენტები თქვენს იმიჯთან დაკავშირებით ყოველთვის იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ხართ.




2. "სად იყიდე?"...image

თუ ხშირად გეკითხებიან "სად იყიდე"?... ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სტილის შესანიშნავი შეგრძნება გაქვთ.




3. თქვენ არ გრძნობთ უხერხულობას თქვენი გარეგნობის გამო.image

ზოგადად, თავდაჯერებულობა ნებისმიერ სტილს უფრო მიმზიდველს ხდის. თუ რაიმე სამოსში თავს თავდაჯერებულად გრძნობთ, მაშინ იცოდეთ, რომ ეს არის +100-ით შეფასება თქვენი სტილის გრძნობისთვის.




4. მეგობრები შოპინგზე გაყოლას გთხოვენ. image

ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ენდობიან თქვენს გემოვნებას.




5. მამაკაცების ყურადღებას იპყრობთ. image

ლამაზ გოგონებს არ აქცევენ იმდენ ყურადღებას, როგორც მოვლილ და ელეგანტურად ჩაცმულებს. თუ მამაკაცის აღფრთოვანებულ მზერას დაიჭერთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილად მაგრად გამოიყურებით.




6. თქვენ ნივთები და ტანსაცმელი ყველა შემთხვევისთვის გაქვთ. image

ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ნამდვილად აჩვენებს, რომ თქვენ სერიოზულად უყურებთ თქვენს გარდერობს. საღამოს პატარა შავი კაბა გაქვთ... რამდენიმე სტილის ბოლო-კაბა და ჯინსები, სვიტერები, მაისურები... თუ გარდერობი გიშველის როგორც რესტორანში, ასევე ლაშქრობაში წასვლაში, მაშინ ეს კარგის ნიშანია.




7. თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ხარისხს. image

იაფიანი რაღაცები დიდხანს არ გასტანს და ძლებს. ასეთი ქსოვილი სწრაფად იკუმშება, ჩნდება ხარვეზები, იკარგება ფერი და ფორმა... ზოგადად, თუ ასეთი ნივთები თქვენს ყოველდღიურ გარდერობში არ გაქვთ, ეს კიდევ ერთი კარგი ნიშანია.




8. მოუხერხებელ რაღაცებს არ ყიდულობთ. image

თქვენ ყოველთვის გაქვთ მკაფიო "სურათი" თქვენს თავში, თუ რას რა უხდება, ასე რომ არასოდეს ყიდულობთ ისეთ რამეს, რასაც ვერ მოიხდენთ.




9. ყოველთვის იცით რა გჭირდებათ. image

თქვენ იცით თქვენი ფიგურის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ასე რომ თქვენ ყოველთვის ზუსტად იცით რა გჭირდებათ.




10. ხშირად გეკითხებიან რჩევას.image

თუ თქვენი აზრი გარეგნობის საკითხზე ავტორიტეტულად ითვლება, მაშინ შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით და გემოვნების გრძნობით.



0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0