ფეხბურთი რომაელი იმპერატორი - 10 ფაქტი ფრანჩესკო ტოტის შესახებ 2015, 18 ოქტომბერი, 22:15 რომას კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურში სასუოლოსწინააღმდეგ, რომაული კლუბის შემადგენლობაში, მე-300-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ტოტი რომას ისტორიაში საუკეთესოა. გთავაზობთ 10 ფაქტს ფეხბურთელის შესახებ. * პირველად ტოტი რომას კაპიტანი 1998 წელს გახდა. მას ალდაირმა გადასცა სამკლაური. * მშობლებმა ტოტი და მისი ძმა ერთად მიიყვანეს ფეხბურთზე. თუმცა, დიდი ფეხბურთი ფრანჩესკომ ითამაშა. მისი ძმა კი ფეხბურთელის აგენტი გახდა. * ტოტის მეუღლე მსახიობი იყო. მას ხუთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე მუშაობდა ფოტომოდელად და ტელეწამყვანად. * ტოტის კარიერა რომაში არ დაწყებულა. ის თამაშობდა ლოჯიჯანის გუნდში. თუმცა, პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ რომაულ კლუბში აქვს ნათამაშები. * ტოტიმ 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე დანიელ ფეხბურთელს, კრისტიან პოულსენს, სახეში შეაფურთხა. * 2004 წლის 21 მარტს ლაციოსთან დერბის დროს ტრიბუნებზე არეულობა მოხდა. გულშემატკივრებმა ფრანჩესკოს უთხრეს, რომ პოლიციელები მათ თავს დაესხნენ და ტოტის სთხოვეს, გუნდი მოედნიდან გაეყვანა, რაც კაპიტანმა შეასრულა კიდეც. * ტოტი ახლოს იყო რომას დატოვებასთან. 1996 წელს ის კინაღამ აიაქსის ფეხბურთელში, იარი ლიტმანენში, გაცვალეს. * ტოტიმ ოქროს ბუცი 2006/2007 წლების სეზონში მოიგო 26 გატანილი გოლით. * ტოტის ყველაზე მეტი გოლი პარმასთვის აქვს გატანილი. ამ მხრივ მისი "საყვარელი" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია. * მადამ ტიუსოს მუზეუმში არის ტოტის ბიუსტი, რომელიც 2009 წელს გაიხსნა. 241 4-ს მოსწონს
|