სხვა გაერთიანებული სამეფოს საჩუქარი დაჭრილ ქართველ სამხედროებს 2015, 15 ოქტომბერი, 13:07
საჩუქარი დაჭრილ სამხედროებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა გადასცა. ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ახალშეძენილი თვითმფრინავის A400M Atlas პრეზენტაცია და მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დაჭრილი ქართველი სამხედროების სხვადასხვა აქტივობის ამსახველი ფოტოგამოფენაც მოეწყო. 181 2-ს მოსწონს
|