სხვა 4 რჩევა როგორ მოვიშოროთ ცუდი სუნი ფეხსაცმელებიდან 2015, 15 ოქტომბერი, 11:09 ბევრი მომხდარა სიტუაციაში, როდესაც ფეხსაცმელების გახდისას ოთახში საშინელი სუნი ვრცელდება. არასასიამოვნო სუნი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხსაცმელებში თქვნი ფეხები არ სუნთქავს და ამასთან ეს მიუთითებს, რომ ფეხის სოკო ვრცელდება.
1)ციტრუსოვანთა ქერქი: ლიმონის, ფორთოხლის ან გრეიფრუტის ახალი ქერქი ნატურალური საშუალებაა ფეხსაცმელებში ცუდი სუნის მოსაშორებლად. ჩაყარეთ ქერქი ფეხსაცმელებში და გააჩერეთ 2-3 საათი, რის შემდეგ სუნი უკვალოდ გაქრება.
2)აქტივირებული ნახშირი: ფეხსაცმელში ჩაგდებული აქტივირებული ნახშირის რამდენიმე აბი ეფექტური საშუალებაა სუნის მოსაშორებლად. 3)სპირტის შემცველი სითხეები: დეზინფექციის შესანიშნავი ვარიანტია. თქვენ დაგეხმარებათ ჩვეულებრივი არაყი ან ოდეკოლონი. გამოყენების 2 ვარიანტი არსებობს. პირველი, ცოტაოდენი სითხე უნდა ჩაასხათ ფეხსაცმელში, ჩაიცვათ ბამბის წინდები და 2-3 საათი იაროთ სახლში ამ ფეხსაცმლით. ან შეაშხურეთ ფეხსაცმელში სითხე და დატოვეთ ღამის განმავლობაში. სპირტი აორთქლდება, ხოლო ცუდი სუნის გამავრცელებელი ბაქტერიები განადგურდება. 4)სოდა: სოდა სწრაფად შთანთქავს სითხეს და ანეიტრალებს სუნს. ჩაყარეთ სოდა ფეხსაცმელში და დატოვეთ ღამით დილი გაწმინდეთ სალფეთქით. 395 შეფასება არ არის
|