x
image
ტორნადო07
Google წარმოადგენს თავის პირველ პლანშეტს
imageკომპანია Google გაყიდვაში უშვებს თავის პირველ პლანშეტურ კომპიუტერებს, სახელწოდებით Nexus. აღნიშნული მოდელი პირველად წარმოდგენილ იქნა კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზე სან-ფრანცისკოში.
კომპიუტერი მუშაობს ახალ საოპერაციო სისტემაზე Jelly Bean - Android-ის კიდევ ერთ ახალ ვერსიაზე, რომლის ნომერია 4.1.

ეკრანის ზომა 7 დიუმია (17, 8 სმ), პლანშეტი აღჭურვილია 4 ბირთვიანი ცენტრალური პროცესორით და 12 ბირთვიანი ვიდეოპროცესორით.

Nexus აქვს უსადენო კავშირის შემდეგი შესაძლებლობები: Bluetooth, Wi-Fi и NFC. მასში არის აქსელერატორი და ჰიროსკოპი, ხოლო ელემენტი იმუშავებს 9 საათს ვიდეო გამოსახულების რეჟიმში და 300 საათამდე ლოდინის რეჟიმში. ჩაშენებული 3G/4G მოდემი გათვალისწინებული არ არის. პლანშეტის წონა ცოტათი აღემატება 300 გრამს.

პლანშეტის წარმოება განთავსდება ტაივანის კომპანია ასუსის ქარხნებში და არა საკუთარ Motorola Mobility-ში, რომელიც გუგლმა ამ წელს შეიძინა.


აშშ-ში 8 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე Nexus-ის ფასი 199 დოლარი იქნება. გაყიდვაში პლანშეტი ივლისის შუა რიცხვებში გამოჩნდება და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კომპანიის ონლაინ მაღაზია Google Play-ში. მისი შეკვეთა პირველად აშშ-ს, კანადის და ავსტრალიის მოსახლეობას შეეძლება.

ელოდებიან, რომ Nexus გახდება კომპანია ამაზონის პოპულარული პლანშეტური კომპიუტერის Kindle Fire-ის ძირითადი კონკურენტი. ამასთან ექსპერტები ამტკიცებენ, რომ წარმატება გარანტირებული არ არის, რადგან არსებობს იმ პროგრამების დეფიციტი, რომლებიც შეესაბამება Nexus-ის სისტემას და გუგლს მოუწევს საკმაო შრომის დახარჟვა, რათა აღმოფხვრას ეს დეფიციტი.

1
99
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
99
  
2012, 29 ივნისი, 13:10
უკან კამერა სართოდ არ ჰქონია, მარტო წინ ექნება ისიც 1.3 MP. გუგლი იაფ პლანშეტზე აკეტებს აქცენტს და არამგონია ასუსის ტრანსფორმერებს გაუწიოს სერიოზული კონკურენცია შესაძლებლობების მხრივ, სამსუნგის პლანშეტიც ძალიან მაგარია.
0 1 1