x
image
ტორნადო07
რისი თქმა შეიძლება ადამიანის ხასიათზე მისი სახის ფორმის მიხედვით? კვადრატი, ოვალი თუ რომბი?
image
ახალი ადამიანის გაცნობისას სულ რამოდენიმე წამია საკმარისი იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რა ადამიანია თქვენს წინაშე. ამისათვის სულაც არ არის აუცილებელი მრავალი კითხვის დასმა. ფსიქოლოგ ჯინ ჰენერის აზრით საკმარისია შეისწავლო ადამიანის სახის ფორმა რათა დაადგინო მისი ხასიათის ტიპი, ემოციური თავისებურებები და აზროვნების ხაზი. მაშ ასე გავეცნოთ ადამიანის სახის რამოდენიმე ძირითად ტიპს.


სამკუთხედიimage

იმისათვის, რომ გავიგოთ რას წარმოადგენს ადამიანის სამკუთხა ფორმის სახე, საკმარისია შევხედოთ ბრიტანელ მსახიო და მომღერალ კელი ოსბორნს. სახის ეს ტიპი გულისხმობს შედარებით წვრილ შუბლსა და ფართე ყვებს.

ჯინ ჰენერის აზრით ასეთი სახის ფორმის ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ისინი ხშირად თავის ცხოვრებას შემოქმედებით პროფესიებს უკავშირებენ. ხშირად სამკუთხა ფორმის სახე მეტყველებს ფეთქებად ხასიათზე. კიდევ ერთი მომენტი, ასეთი სახის ადამიანები ხასიათდებიან მოუსვენრობით და მიილტვიან იმისაკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ "აქ და ახლა". ჯინ ჰენერის აზრით ასეთი ადამიანები ხშირად წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში.



კვადრატი

imageimage

ფართე შუბლი და ამავე დროს ფართე ყბები ამ ტიპის სახის ძირითადი მახასიათებლებია. ასეთი ტიპის სახე საკმაოდ გავრცელებულია. ასეთი ტიპის სახე აქვთ ჰოლივუდის მსახიობებს დემი მურსა და ანჯელინა ჯოლის.

"ასეთი ტიპის სახის მფლობელები გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნებითა და გამძლეობით", ამტკიცებს ექსპერტი.

კვადრატული ფორმის სახის მფლობელი გამოირჩევიან ენთუზიაზმით, ისინი ხშირად იღებენ რთულ დავალებებს და ბოლომდე მიჰყავთ ისინი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით ასეთი ადამიანების ერთ-ერთი თვისება სიმტკიცეა. სწორედ ასეთ ადამიანებს ანდობენ ხოლმე საპასუხისმგებლო საქმეებს.


ოვალიimageimage

თუ თქვენს წინაშე მკაფიოდ გამოხატული ოვალური ფორმის სახის ადამიანი დგას თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ყველაზე მაღლა კარიერას აყენებს და როგორც წესი პროფესიულ წარმატებასაც აღწევენ.

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეთი სახის ფორმის ადამიანებს თანაგრძნობის ძლიერი უნარი აქვთ, ასევე მათ აქვთ უნარი სიტუაციიდან გამომდინარე სწორი სიტყვების შერჩევისა"–ამბობს ჯინ ჰენერი.

იმისათვის, რომ გაიგოთ როგორია ასეთი ფორმის სახე შეხედეთ უმა თურმანსა და ქსენია სობჩაკს.


გულის ფორმის სახეimage

ასეთი სახეებიც გვხვდება და ამასთან არც თუ ისე იშვიათად. ეს ფორმა გულისხმობს ფართო შუბლს და შდარებ წვრილ, ცოტათი წინ წამოწეულ ნიკაპს. მაგალითად შეიძლება გამოდგეს რიზ უიზერპუნის სახე. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ სიჯიუტე (მათთან კამათი, როგორც წესი უაზრობაა). მათ ასევე მიზანდასახულობა ახასიათებთ. ახასიათებთ ასევე ინტუიციის მაღალი დონე, ტყუილს ისინი დიდ მანძილზე გრძნობენ.


რომბი, ან "ბრილიანტი"imageimage

ფართე ყვრიმალები წვრილ შუბლთან და წვრილ ნიკაპთან ერთად. ასეთი სახე აქვს ჰოლი ბერისა და ეშლი გრინს. ენაკვიმატობა და ყველაფრის კონტროლის ქვეშ მოქცევის სურვილი აი რა არის მათი მთავარი მახასიათებლები. ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს არ უყვართ, როდესაც მათ ეწინააღმდეგებიან, ამასთან მათ ყოველთვის იციან რა უნდათ და სამუშაოს მაქსიმალურად ხარისხიანად აკეთებენ.



1
423
3-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
423
  
2015, 14 ოქტომბერი, 16:55
მაგარი სტატიაა საღოლ... ჩემი დაწერილი არასდროს არ იქაჩება ))) არადა სტატიებს ვწერ და 2-3 დღის მერე იგივე სტატიას სხვა წერს ოღონდ სხვა სათაურით, გასაჩივრებით ჰმმმ..
0 1 1