საზოგადოებრივი საინტერესო ფაქტები სამურაების შესახებ 2013, 13 აგვისტო, 21:57 წარმოდიდგენთ რამოდენიმე ფაქტს საოცარი ადამიანების – იაპონელი სამურაების შესახებ.
1)სამურაი ქალები: ბევრი ფიქრობს, რომ სამურაები მხოლოდ კაცები იყვნენ, თუმცა ეს ასე არ არის, არსებობდნენ ქალი სამურაებიც, რომელთაც ონა-ბუგეისას უწოდებდნენ. ისინი წვრილი ფეოდალების კასტას მიეკუტვნებოდნენ და ბავშვობიდანვე სწავლობდნენ იარაღის ხმარებას. ამ ქალებისაგან არ მოითხოვდნენ ბრძოლებში მონაწილეობას, მაგრამ მათ უნდა დაეცვათ საკუტარი თავი, შვილები და სახლი. კატანის მაგივრად ისინი ტანტოს ატარებდნენ. 2)სამურაის აბჯარი: სამურაებს სპეციალური აბჯარი ჰქონდათ, რომლებიც მათ სხვადახვა სახის დაზიანებებისაგან იცავდა. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში სამურაის აბჯარი განსხვავებული იყო, თუმცა მათი კონსტრუქცია ძირითადად მსგავსი იყო. აბჯარი ლაკით დაფარული მეტალის პლასტინებისაგან კეთდებოდა, რომლებიც ერთმანეთთან აბრეშუმის ან ტყავის თასმებით მაგრდებოდა. ასევე კომპლექტში შედიოდა დიდი ზომის სამხარეები და მუზარადი კაბუტო. ზოგჯერ მუზარადს თან ერთვოდა დამაშინებელი ნიღაბი. 3)ჰომოსექსუალიზმი სამურაებს შორის: ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სამურაებს შორის საკმაოდ იყო გავრცელებული ერთსქესიანი სიყვარული. შუა საუკენეებიდან XIX ს-ის შუა წლებამდე იაპონიაში საკმაოდ იყო გავრცელებული სწავლება სუდო, რომელიც მხარს უჭერდა კავშირს ზრდასრულ მამკაცსა და ყმაწვილს შორის. ეს სწავლება ძრახავდა ქალთან კავშირს, რადგან ის "არბილებდა" მამაკაცს. 4)უცხოელი სამურაები: პირველი უცოელი სამურაი უილიამ ადამსი იყო – ინგლისელი მეზღვაური, შტურმანი და ვაჭარი. იაპონიაში ჩასვლის შემდეგ ის სიოგუნ ტაკუგავა იეასუს მრჩეველი გახდა და მათ დასავლური წესით ხომალდების აგება ასწავლა. 5)სამურაების რაოდენობა: სამურაები – ეს დიდი სამხედრო ძალა იყო. მათ რიცხვებში მთელი იაპონიის მოსახლეობის 10% შედიოდა. 6)მოდა: სამორაი ნებისმიერ სიტუაციაში შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. მასისაგან ისინი განსხვავდებოდნენ იმით, რომ ატარებდნენ სპეციალურ კიმონოს, რომელიც მხოლოდ მეომრებისათვის იკერებოდა. კიმონოზე ამოქარგული იყო ოჯახის გერბი, რომელიც შთამომავლობით გადაეცემოდა. 7)იარაღი: რა თქმა უნდა ყველა სამურაის უნდა ჰქონოდა კატანა, გრძელი მახვილი, რომელიც ომის სულად ითვლებოდა. ასევე ფართოდ გამოიყენებოდა შუბი. 8)განათლება: სამურაები კარგ განათლებას იღებდნენ. საომარი პრაქტიკის გარდა ისინი სწავლობდნენ ლიტერატურას, ისტორიას, კალიგრაფიას და სხვა მეცნიერებებს. 9)თვითმკვლელობა: სამურაებს შორის გავრცელებული იყო რიტუალური ტვითმკვლელობა ჰარაკირი, რომელიც სპეციალური მახვილის კუსუნგობის გამოყენებით უნდა ჩატარებულიყო. მეუმარს ხანჯლისთ მუცელი უნდა გამოეფატრა. როგორც წესი ჰარაკირის მეომრებს უსჯიდნენ. თუ მეომარი ჰარაკირის თავისი ნებით მიმართავდა მაშინ ის ცდილობდა თავისი ნამუსი განეწმინდა. 860 9-ს მოსწონს
|