თვითონ პანკისის ხეობაში არ ადასტურებენ ინფორმაციას ილამური სახელმწიფოსა
ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის(უფრო ცნობილი როგორც უმარ ალ
შიშანი)დაღუპვის ფაქტს, თუმცა ირანული გამოცემა IRNA ირწმუნება, რომ უმარ
ალ შაშინი მოკლულია, ხოლო კიდევ ერთი ლიდერი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი დაჭრილია.
ავიაიერიშები ერაყის სამხედრო ავიაციამ ქვეყნის დასავლეთში, სირიის
საზღვართან განახორციელა ანბარის პროვინციაში.თარხან ბათირაშვილი და
სხვები"ისლამური სახელმწიფოს" სხვა ლიდერებთან შესახვედრად
მიემგზავრებოდნენ. მასთან ერთად იერიშის შედეგად დაიღუპა აბუ საიდ
ალ-კარბული და ბოევიკების მეთაური აბუანის ალ-სური.
ავიადარტყმების შესახებ ბოევიკების ავტოკოლონაზე ინფორმაციას ადასტურებს
ერაყის თავდაცვის სამინისტროც, თუმცა დაღუპულთა ვინაობას და რაოდენობას არ
ასახელებს.
მამუკა არეშიძემ, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში
სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი შესაძლოა
მართლაც ყოფილიყო იმ ავტოკოლონაში, რადგან ის მიემგზავრებოდა ისლამური
სახელმწიფოს ლიდერების თათბირზე, რომელიც ერაყის ერთ-ერთ ქალაქში უნდა
შემდგარიყო.
შეგახსენებთ, რომ თარხან ბათირაშვილის და სხვა ისლამური სახლემწიფოს
ლიდერების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთხელ გავრცელდა, თუმცა
ყველა ცრუ აღმოჩნდა.