x
image
ციცი
Mediator image
ეშტონ კატჩერი ბათუმში არსებული მოძრავი მონუმენტის შესახებ კომენტარს აკეთებს
image

ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმში არსებობს მოძრავი მონუმენტი ქალისა და კაცის გამოსახულებით, რომლებიც თვალისმომჭრელად გამოიყურებიან და როგორც ქართველთა, ასევე ტურისტების აღფრთოვანებას და განცვიფრებას იწვევენ. ეს ფიგურები ალი და ნინო არიან, რომელთა შესახებაც აზერბაიჯანელმა მწერალმა ყურბან საიდმა საოცრად რომანტიული და შთამბეჭდავი რომანი შექმნა. მასში მოთხრობილია ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის და აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდებოდა. ეს წიგნი საქართველოში 2002 წელს გამოიცა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ უცხოურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია ალის და ნინოს მონუმენტის შესახებ. ვნახოთ რას წერენ სტატიაში: "კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ბევრი დიდებული სასიყვარულო ისტორია - ადამი და ევადან, რომეო და ჯულიეტამდე, ჯონ ლენონი და იოკო ონომდე, შენი მეზობლიდან იმ ბიჭამდე, რომელსაც თინდერის საშუალებით რამდენიმე თვის განმავლიბაში ხვდებოდა.

მაგრამ ეს ისეთი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც აქამდე ალბათ არ გსმენიათ : ალი და ნინო."

ამ სტატიამ უამრავი ადამიანისთვის ცნობილი გახადა ალის და ნინოს მოძრავი ფიგურების არსებობა, რომლებიც ბათუმს ამშვენებს. მათ შორის ჰოლივუდის ბრწყინვალე ვარსკვლავის, მსახიობ ეშტონ კატჩერის ყურადღება მიიქცია, რომელმაც სტატია გააზიარა და კომენტარი დაწერა -"ის ნამდვილად მოძრაობს." როგორც ჩანს ეშტონს ძალიან მოეწონა ეს მოძრავი ფიგურები.მის კომენტარს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.


რაც შეეხება თვითონ "ალის და ნინოს" ფიგურებს, ისინი რამდენიმე თვის წინ მათი გადატანისას დაზიანდა, თუმცა მოგვიანებით ბათუმის ბულვარში, ეშმაკის ბორბალთან აღმართეს.

image

image

0
506
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0