x
image
გიორგი88
ხასიათი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - კურო, ვერძი და ტყუპები
image


ვერძი_ სიძლიერისა და ახირებულობის ნიშანია, რაც განსაზღვრავს მის სურვილს, იყოს მუდამ სხვებზე წინ. მათ აქვთ მერყვევი ხასიათი. დაჯილდოვებულნი არიან მხურვალე ტემპერამენტით, მაგრამ თავშეკავებულები არიან.

თავისუფლებისა და სიამოვნების მოყვარულნი. უყვართ მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება და საერთოდ არიან პროგრესისა და მოქმედების ადამიანები.

აქვთ მიდრეკილება ოდნავ ყველაფერი გააზვიადონ და შეუგნებლად იტყუონ.


ზოგჯერ არ შეუძლიათ ცივი გონებით განსჯა.ცხოვრობენ უპირველესყოვლისა იმპულსებით; სურთ იმოქმედონ და იხელმძღვანელონ ყველაზე და ყველაფერში, რასაც ყოველთვის არ მოსდევს წარმატება.

აქვთ ყველა საჭირო მონაცემი წარმატებისთვის და ცხოვრებაში წინსვლისთვის. პრაქტიკული გონება უქმნით მომგებიან შესაძლებლობებს. სიყვარულში არიან არამყარნი. მამაკაცები უფრთხილდებიან თავიან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.


კურო_ არიან რეალისტები, მეგობრის ერთგულნი. ესმით ფულისა და საკუთრების მნიშვნელობა.კუროს ნიშნის ქვეშ მყოფი კეთილსინდისიერი ადამიანია, პრაქტიკული, ხშირად თავნება და ჯიუტი, მაგრამ მაინც სიყვარულით აღსავსე, არის ძალიან მგრძნობიარე. შეუძლია თავში ჩაიდოს რაღაც განზრახვა და მაშინ უკვე აღარ აქცევს ყურადღებას არავის რჩევას. ზოგჯერ ძალიან უნდობი და ჭკვიანია.

მათი მოთმინებიდან გამოყვანა ძნელია. ძალიან ხშირად ინტერესესს იჩენენ და მოღვაწეობენ კიდეც ხელოვნებაში, განსაკუთრებით მუსიკის დარგში. სიყვარულში მყარი და დადებითი პიროვნებები არიან.


ტყუპები_ მრავალმხირვი ნიჭის მქონენი. დაჯილდოვებულნი არიან იდეების სიუხვით, მუდამ დაინტერესებულნი არიან სიახლით, მაგრამ ძალიან ცვალებადი აზრებით. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ოდნავ ზედაპირულნი და დაბნეულები არიან. განსაკუთრებით ემარჯვებათ გონებრივი და წერითი სამუშაოები. აქვთ ნათელი გონება, არიან დამთმობები და თავაზიანები. ახასიათებთ კარგი ჭვრეტის უნარი, გააჩნიათ მაღალი იუმორის გრძნობა. აქვთ მიდრეკილება ხელოვნების, მეცნიერებისა და ლიტერატურისადმი.ბევრი ცვლილებები აქვთ ცხოვრებაში.

0
1434
10-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
1434