ფილოსოფია სხვადასხვა ბრძნული რჩევები 2015, 10 ოქტომბერი, 15:41 1.იმაზე საზიზღარი არაფერია, რომ კაცმა სულ შენ თავზე ილაპარკო
ჯაკომო ლეოპარდი
2..საუკეთესო და ღმერთების მოსაწონი არიან ის ადამიანები, რომლებიც მიწათმოქმედებაში სამიწათმოქმედო სამუშაოს ასრულებენ ბეჯითად, სამკურნალო ხელოვნებაში - საექიმო მოვალეობას და სახელმწიფო გამგებლობაში - საზოგადო საქმეს. სოკრატე 3.ვინცა უმაღლეს სათნოებას ფლობს:ტბას ჰგავს. ვინცა უმაღლეს სიწმიდეს ფლობს:განკიცხულს ჰგავს. ვინცა უმაღლეს ზნეობას ფლობს:ბრიყვს ჰგავს. ლაო ძი 4..ადამიანი ცხოველია, რომელიც ჭკუიდან შეიშალა და ახლა ან ისევ ცხოველურ ბუნებას უნდა დაუბრუნდეს, ან გახდეს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანია. კარლ იუნგი 5.თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ თვითონ ხარ. ბუდა 6.მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ. ბუდა 7.პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ. ზიგმუნდ ფროიდი 8.მე იძულებული ვიყავი შემევიწროვებინა ცოდნა, რათა ადგილი გამეთავისუფლებინა რწმენისთვის. იმანუელ კანტი 9.თუკი ერთი ლუკმა საჭმელიც კი არ გაქვს, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნება, რომ მარხვა დაიწყო. ჰერმან ჰესე 10..რაც უფრო ფართოდ შლი ხელებს ჩასახუტებლად, ![]() მით უფრო ადვილია შენი ჯვარცმა.” ფრიდრიხ ნიცშე 237 7-ს მოსწონს
|