თავის მოვლა 5 შეცდომა, რომელსაც შხაპის მიღებისას ვუშვებთ - ეს ბევრმა არ იცის! 2015, 9 ოქტომბერი, 13:20 გსურთ იყოთ ჯანმრთელი? ამისათვის რაც არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება თუ, პირველ რიგში, შხაპის სწორად მიღება არ ვისწავლეთ.
შხაპის მიღება - რა უნდა იყოს ამაზე მარტივი ან რა შეცდომა შეიძლება დაუშვას ამ დროს ადამიანმა? ვუშვებთ წყალს, ვდგებით მის ქვეშ, ვიქაფებთ საპონს, ჩამოვიბანთ, ვიმშრალებთ. მაგრამ თურმე ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ყველანი ვუშვებთ რამდენიმე სტანდარტულ შეცდომას, რომლებიც ძალიან მავნეა კანისთვის. 1. ვიღებთ ხანგრძლივ და ცხელ შხაპს რა თქმა უნდა ზამთრის სუსხიან ამინდში ცხელი წყლის ქვეშ დადგომა ან სამსახურიდან დაბრუნებისას ცხელი შხაპით მოდუნება ნამდვილად მაცდურად ჟღერს, მაგრამ ამით ჩვენს კანს გამოსწორებელ ტრავმას ვაყენებთ. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ცხელი და ხანგრძლივი შხაპი კანს აცლის ბუნებრივ ცხიმს და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორიცაა ეგზემა. თუმცა შეიძლება ეგზემის გარეშეც კი გამოიწვიოს სხეულზე ქავილი. ამიტომ, უმჯობესია შეამციროთ შხაპის ქვეშ გატარებული დრო და მიიღოთ თბილი ან გრილი შხაპი. ფაქტიურად, ცხელი შხაპის მიღებით ვხსნით კანის ფორებს, სისხლძარღვები ფართოვდება და თუ ისევ მოვხვდით სიცივეში, უფრო სწრაფად გავიყინებით. 2. ძალიან მაგრად ვაქაფებთ შხაპის გელს/საპონს რაც მეტი ბუშტი და ქაფია შხაპის გელში, მით მეტად აშორებს ბუნებრივ დამცავ ცხიმებს კანს, რაც არ არის სასურველი. საპნისა და გელის იგრედიენტები ე.წ. "ზედაპირულად აქტიური" ნივთიერებებია - ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც წყალში ჩაწვეთებული ცხიმის წვეთივით მოქმედებენ. წყალთან ერთად ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები აცილებენ ჭუჭყს და მასთან ერთად ცოტაოდენ ბუნებრივ ცხიმებსაც. ხოლო თუ საპონსა და შხაპის გელს ზედმეტად ხშირად გამოვიყენებთ, შედეგად მივიღებთ მშრალ და უხეშ კანს, რომელიც მოკლებული იქნება ბუნებრივ დაცვას. ამიტომაც გაჩნდა სამომხმარებლო ბაზარზე ე.წ. "ნაზი" გელები. მათი შემადგენლობა შედარებით რბილია, თუმცა ეს პროდუქტი გათვლილია უფრო ფსიქოლოგიურ ეფექტზე: გვაიძუებს ნაკლებად ავიქაფოთ. 3. არ ვიშორებთ საპონს საფუძვლიანად საშხაპიდან გამოსვლისას ზოგჯერ ვამჩნევთ კანზე დარჩენილ გასაპნულ ადგილს და უბრალოდ ვიმშრალებთ მას. მაგრამ დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ თუ საპონს მხოლოდ შევიმშრალებთ, ის აუცილებლად დარჩება სხეულზე. შეიძლება ეს ჩვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ კანი კი ნამდვილად შეამჩნევს - ყველა დასაბანი საშუალება ხომ ქიმიური ნაზავია, რომელთან ხანგრძლივი კონტაქტიც აზიანებს კანს. დაიმახსოვრეთ ერთი წესი: თუ შხაპის მიღების შემდეგ საპნის ან შხაპის გელის მძაფრი სურნელი აგვდის, ესე იგი კარგად არ მოგვიშორებია. 4. არ დაიდოთ ნიღბები შხაპის მიღების შემდეგ ბევრი ქალბატონი იკეთებს კანის გამწმენდ ნიღბებს შხაპის მიღების შემდეგ. თუმცა დერამეტოლოგები გვირჩევენ ნიღბები დავიტანოთ მხოლოდ შხაპის მიღებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მივაყენებთ კანს. ყველაფერი რასაც შხაპის შემდეგ დავიტანთ კანზე გაცილებით სწრაფად შეიწოვება და, შედეგად შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომ სასურველია მივცეთ შხაპის შემდეგ კანს დასვენების საშუალება. 5. არასწორად ვიმშრალებთ შხაპიდან გამოსვლისას რაც შეიძლება სწრაფად გვინდა გავიმშრალოთ და ჩავიცვათ. ვიმშრალებთ, როგორც წესი ქაოტურად და არასოწრად. იმისათვის, რომ ზიანი არ მივაყენოთ კანს, უნდა გავიმშრალოთ ზემოდან ქვემოთ. არ არის საჭირო კანზე პირსახოცის ზედმეტად დაჭერა, ეს კანს აღიზიანებს და არც ფეხების შემდეგ სახის გამშრალებაა საჭირო. იყავით ჯანმრთელნი და მიიღეთ შხაპი სწორად! 3456 15-ს მოსწონს
|