საზოგადოება მონაკო, მონტეკარლო, ფუფუნება 2015, 8 ოქტომბერი, 21:36 მონაკო
მონაკო ნიცასა და იტალიის საზღვარს შორისაა განთავსებული სულ რაღაც ოთხ კილომეტრზე. მის ნაპირებს სამ მილიარდ ევროს ღირებულების იახტები ამშვენებენ სექტემბრის ბოლოს. წლევანდელი იახტების გამოფენის ყველაზე გრძელი წარმომადგენლები „Solange“, „Silver Fast“ და „Yersin“ გახლავთ. ისინი არამარტო თავიანთი სიგრძით, არამედ სისწრაფითაც და ფასითაც უსწრებენ თავიანთ კონკურენტებს. ვერცხლისფერი silver fast ალუმინისგანაა აშენებული და ოთხმოცდარვა მსპაში გაჭყუმპალავება… რა პრობლემაა? როგორ მოვიპოვოთ მილიარდელი? ეს ტრივიალური შეკითხვა მონტე კარლოს ყოველი მტკაველიდან წივის. გამოფენაზე დასწრება ასორმოცილიონი დოლარი ღირს. ჰილიკოპტერის დასაფრენი, კინოდარბაზი, 18 სტუმრის დაათი ევრო ღირს. დამსწრე საზოგადოების უმეტესობა ამ შეკითხვას დიდი პროფესიონალიზმით ეკიდება. განურჩევლად სქესისა და პროფესიისა. მონაკო ბეგარების სამოთხეა, მონაკოს მოქალაქე საშემოსავლო და სამემკვიდრეო გადასახადებისგან თავისუფალია, ეს პრეცენდენტი მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაშია მხოლოდ. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავს მონაკოში გადმობარგება ბეგრებისგან განთავისუფლებად არ უღირს იმდენად რამდენადაც ბინის ქირა და ზოგადი ხარჯები ბევრად უფრო დიდია ვიდრე ბეგარების დანაზოგი. ამიტომაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილმა მონაკო დატოვა. ფორმულა 1 და იახტშოუზე მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან დიდებულნი და ღირებულნი ამა ქვეყნისანი. ამყარებენ და აღრმავებენ ზედაპირულ კონტაქტებს. ნახულობენ და აჩვენებენ უნაკლო სხეულებს და უნაოჭო სახეებს. ამ სანახაობებს მონაკოში განსაკუთრებული დამაჯერებლობა და ბუნებრუვი სერიოზულობა დასდევს თან, ფორმა და ფუფუნება მონარქიიის სახელმწიფოს ერთგვარი ატრიბუტებიცაა. 2002 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თანახმად, მხოლოდ პირველი, კანონიერი შთამომავალია ნებამოსილი ტახტის მემკვიდრეობის გაგრძელების. კანონიერი მემკვიდრის არ არსებობის შემთხვევაში, თუნდაც გრიმალდის საგვარეულოს აღმოფხვრის შემთხვევაში მონაკო სუვერენულ სახელმწიფოდ რჩება.
თუმცა როგორც ყველა ზღაპარი, პრინც ალბერტის და მოცურავე პრინცესა შალენის მემკვიდრის ისტორიაც ზღაპრულად დაგვირგვინდა. 2014 წლის 10 დეკემბერს, ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ მონაკოს უფლისწულს ტყუპი ქალვაჟი შეეძინა. 69 შეფასება არ არის
|