პროფილაქტიკა როგორ დავიცვათ თავი გაცივებისგან? 2015, 8 ოქტომბერი, 16:14 დადგა შემოდგომა და ძალიან აქტუალურია ვირუსები და გაცივება, რა გავაკეთოთ რომ მათგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი? საკმარისი რაოდენობის მინერალების და ვიტამინების მიღება ზრდის ენერგიას და ინარჩუნებს იმუნური სისტემას ფორმაში. თუ არ იღებთ საკმარის ვიტამინებს, თქვენი სხეული ივსება ტოქსინებით, თქვენი იმუნირი სისტემა სუსტდება. მიკრობები ებრძვიან თქვენს სხეულს და ცდილობენ მოგადუნონ, ამიტომაა საჭირო საკმარისი რაოდენობა ვიტამინების და მინერალების მიღება. იძინეთ მეტი ძილი დადებითად მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე, დაღლილობა და აპათია - დამანგრეველი ნიშნებია იმუნური სისტემისთვის, ამიტომაც გადადეთ ყველა საქმე და კარგად გამოიძინეთ, გამოძინებული ორმაგი ენერგიით უფრო მალე გააკეთებთ დატოვებულ სამქეებს. ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება ხშირად ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას ყურადღებას არ ვაქცევთ და გვგონია რომ გაგვივლის, მაგრამ ყველაზე უკეთესი იქნება თუ საწყის გაცივებას უცებ მოვიშორებთ რათა ის უფრო სერიოზულ ვირუსში არ გადაგვივიდეს. დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი როგორ უნდა გვიშველოს ამან? პირველ რიგში წყალი გამოდევნის ტოქსინებს, აგრეთთვე ხელს უშლის ნახველის წარმოქმნას, და გეხმარებათ ყელის ტკივილის დაძლევაში. 85 8-ს მოსწონს
|