მსოფლიოში არ არის არაფერი ისეთო გამაჯანსაღებელი და გამომაცოცლებელი როგორიც ერთი დიდი ჭიქა სუფთა წყალი. ბევრ ადამიანს უბრალოდ არ უყვარს წყალი. ისინი სვავენ ყველაფერს, ჩაის, ყავას, ღვინოს ოღონდ არა წყალს. და ამასთან ერთად ჰგონიათ რომ იღებენ წყალს. მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ ეს დანარჩენი სითხეები უფრო აშრობენ ორგანიზმს. შეიყვარეთ წყალი და თქვენი ორგანიზმი მადლობას გეტყვით ამისთვის. თუკი თქვენს თავს შეატყობთ ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ თვისებას დაუყონებლივ შეცვალეთ მიდგომა წყალთან დამოკიდებულებაში.
თქვენ გრძნობთ სიმშრალეს პირის ღრუში
ეს საკმაოდ ადვილად შესამჩნევი თვისებაა- მისი შედეგებისგან განსხვავებით. ამ შემთხვევაში ბევრი ტკბილ სასმელს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი დაკმაყოფილებაა და ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს.
გაქვთ მშრალი კანი
კანი - ეს ძირითადი ნაწილია თქვენი ორგანიზმის და მასაც სჭირდება დატენიანება. მშრალი კანი - ერთ ერთი პირველი ნიშანია ორგანიზმის გაუწყლოვანების, რომელსაც შეუძლია თქვენი ორგანიზმი უარეს შედეგამდე მიიყვანოს. ყველაზე ადვილად შეგიძლიათ ამ პრობლემას მიხედოთ, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი.
გრძნობთ საშინელ წყურვილს
ეს იგივე არაა რაც პირის სიმშრალე, ვინც თუდაც ერთხელ ყოფილა ნაბახუსევი, კარგად იცის ეს რა შეგრძნებაა - სვავთ, სვავთ წყალს და წყურვილი არ ქრება, ალკოჰოლი საშინლად აშრობს ორგანიზმს და ტვინი ამდროს SOS სიგნალს გაძლევთ. დაუჯერეთ ორგანიზმს, მან იცის რაც სჭირდება.
გრძნობთ სიმშრალეს თვალებში
ერთ-ერთ ნიშნად ორგანიზმის სიმშრალის წარმოადგენს მშრალი და ჩასისხლიანებული თვალები. წყლის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს საცრემლე აპკების გამოშრობას, ამან შეიძლება დიდი ზიანი მოუტანონ თქვენს თვალებს, განსაკუთრებით მაშინ თუკი თქვენ საკონტაქტო ლინზებს ატარებთ.
გტკივათ სასხსრები
ჩვენი სახსრები და ხრტილოვანი დისკების 80%-ს წყალი წარმოადგენს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ძვლები ერთმანეთს არ დაშორდეს. ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელია ბევრი წყლის მიღება.
მცირდება კუნთოვანი მასა
თქვენი კუნთებიც ძირითადად წყლისგან შედგება. ამიტომ რაც უფრო ცოტაა წყალიორგანიზმში, მით ნაკლებია კუნთოვანი მასა. სვაით წყალი ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგ. რათა თავიდან აიცილოთ ანთებითი პროცესები.
ხშირად ავადმყოფობთ
წყალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცუდი ნივთიერებების და ინფექციების განდევნას.
პრობლემა გაქვსთ საჭმლის მონელებასთან
ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის დატენიანებისთვის წყლის მიღება. წყლის ნაკლებად მიღების დროს კუჭი უფრო მეტ კუჭის წვენს გამოყოფს რაც იწვევს გულძმარვას.
გრძნობთ ხშირ შიმშილს და დაბერების ნიშნებს
თუ თქვენ არ იღებთ საკმარის წყალს, ამ დროს სიგნალი გადაეცემა კუჭს და გაქვთ შიმშილის შეგრძნება. აგრეთვე როდესაც ორგანიზმი შრება გაქვთ უფრო ხშირი დაღლის შეგრძნება და ამას ასაკს აბრალებთ.
სულ გეძინებათ
როცა ორგანიზმი არ იებს წყალს იგი ცდილობს ის სიმშრალე როგორღაც შეივსოს და ამიტომ სითხეს სისხლიდან ღებულობს, რაც შემდეგ თქვენს დაღლილობას და მოშვებას იწვევს, ამიტომ მიიღეთ რაც შეიძლება მეტი წყალი
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!