ფსიქოლოგები ტრანსს ახასიათებენ, როგორც ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას. თუმცა უკანასკნელი კვლევები ამტკიცებს, რომ ჰიპნოზურ მდგომარეობაში იმაზე ხშირად ვიმყოფებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. წარმოგიდგენთ 7 ყოველდღიურ აქტივობასა თუ მდგომარეობას, რომლებსაც ჩვენი ჰიპნოზში შეყვანა შეუძლია.
1. ცეცხლის ნათება
ტვინის აქტივობის შეცვლის ერთ-ერთი უძველესი და ეფექტური მეთოდია ცეცხლზე რელაქსაცია. ამერიკელი მეცნიერები ატარებდნენ კვლევას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ცეცხლზე დაკვირვება ადამიანზე. 226 ადამიანისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფი გაყოფილ იქნა რამდენიმე ნაწილად. ერთნი უყურებდნენ ნამდვილ ცეცხლს, მეორენი - ხმოვან ვიდეოჩანაწერს, მესამენი - უხმო ვიდეოჩანაწერს. შედეგებმა თავად მკვლევარებიც კი გააკვირვა: ყველა ცდისპირს აღენიშნა პროსოციალურობისა და აბსორბაციის (ჰიპნოზის მიმართ მგრძნობელობა) დონის ამაღლება, არეტიული წნევის დაქვეითება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ კოცონთან ჯდომა და ცეცხლზე რელაქსაცია გახდა რევოლუციური ხერხი და ნეოლითური ევოლუციის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.
2. ტელევიზორის ყურება
დიახ, სწორედ ასეა: დიდი ხნით ტელევიზორთან ჯდომისას ჩვენი ტვინი ტრანსის მდგომარეობაში იმყოფება. ეს კარგად ესმით იმათ, ვინც ტელეკონტენტისა და რეკლამის წარმოებაზე მუშაობს. ტყუილად არ არის გავრცელებული გამოთქმა, რომ ტელევიზორი მაყურებლის "ზომბირებას" ახდენს. ტელევიზორის მაყურებლისთვის დამახასიათებელია ტრანსში მყოფი ადამიანის პრაქტიკულად ყველა ნიშანი: 1. ყურადღების ფოკუსირება შევიწროებული; 2. გარეგანი ინფორმაციის ნაწილის გამოტოვება; 3. მოდუნებულობა; 4. მოძრაობის სურვილის არქონა; 5. დროის დამახინჯებული აღქმა; 6. ტელევიზორის წინ გაჩერებული მზერა და შინაგანი ხატებითა და ილუზებით სავსე ცნობიერება.
3. ინტერნეტში სერფინგი
არავისთვის საიდულმოს არ წარმოადგენს, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ინტერნეტ-სერფინგი ისე ითრევს ადამიანს, რომ სულ ათი წუთის საქმეზე დამჯდარმა შეიძლება რამდენიმე საათი გაატაროს ვებში ისე, რომ ვერც შეამჩნიოს. ამ პრობლემის გამო თანამედროვე ფსიქოლოგები საკმაოდ შეშფთებულნი არიან. ვებ-სერფინგს შეუძლია შედეგად მოიტანოს არა მხოლოდ პროკრასტინაცია (ანუ „მერე გავაკეთებ ეფექტი“, დავალებების გადადება მოგვიანებითი დროისთვის), არამედ უფრო სერიოზული, ადამიანის ფსიქიკის სისტემური დარღვევები. ფსიქიატრი სერგეი ვიგონსკი თვლის, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ მთლიანად ვერ აცნობიერებს რამდენად ახდენს გავლენას ინტერნეტი მის განვითარებაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: "ინტერნეტის მომხმარებლებისვის დამახასიათებელია საკუთარი სხეულის დამახინჯებული აღქმა. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს აქვთ მთელი რიგი ემოციური პრობლემები - არამდგრადობა, დეპრესია, მარტოობის შეგრძნება, რასაც ძალიან მწვავედ განიცდიან". მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ კომპიუტერთან ჯდომისასადამიანი იმყოვება თითქმის მსუბუქი ტრანსის მდგომარეობაში, ზოგჯერ კი ტვინი მთლიანად გადადის "ძილის რეჟიმზე". ამ მდგომარეობაში ადამიანი განსაკუთრებით ადვილად ჰიპნოზირებადია, ამიტომ ზოგჯერ ისეთი რამ შეიძლება გააკეთოს, რასაც გაცნობიერებულად არასოდეს გააკეთებდა.
4. სირბილი
მათთვის, ვინც გრძელ მანძილზე დარბის, კარგადაა ნაცნობი მორბენლის ეიფორიის მდგომარეობა (ინგლ. runner's high) — განსაკუთრებული აღტკინება, რაც რაღაცით სიმთვრალეს მოგვაგონებს და აღენიშნებათ ციკლური სპორტით დაკავებულ სპორტსმენებს ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის დროს, რის შედეგადაც იმატებს ტკივილისა და დაღლილობის მიმართ გამძლეობა. ამ მდგომარეობაში ადამიანი თავს გრძნობს უფრო ბედნიერად, მშვიდად, ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად მზად და აზროვნებაც უფრო ნათელი აქვს. გრძელ მანძილზე გარბენის შემდეგ ტკივილი ნაკლებად აწუხებთ და ჩნდება ამაღლებულობის განცდა. ჩვეულებრივ ეს მდგომარეობა აიხსნება დიდი რაოდენობით ენდორმფინის გამოყოფით, თუმცა არსებობს ამ ფენომენის უფრო სპეციფიური ახსნაც. კვლევებმა, რომლებიც 2001 წელს ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტში ჩატარდა, მორბენალის ეიფორია დაუკავშირა ორგანიზმის მიერ ამფეტამინის ბუნებრივი ანალოგის, ფენილეთილამინის გამოყოფას.
ხოლო 2004 წელს ჯორჯიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მორბენალის ეიფორია შეიძლება გამოწვეული იქნას სხვა ბუნებრივი ქიმიური რეაგენტით - ეს არის ენდოკანაბინოიდური ანანდამიდი, რომელიც ძალიან ჰგავს მარიხუანაში არსებულ ძირითად მოქმედ ნივთიერებას.
5. მუსიკის მოსმენა
მუსიკა, როგორც შთაგონების საშუალება ტრანსის მდგომარეობაში გამოიყენება სხვადასხვა სისტემებში, შამანური რიტუალებიდან დაწყებული, ჰოლოტროპული სუნთქვით დამთავრებული. ადამიანის ტვინზე მუსიკის გავლენა არაერთხელ იქნა გამოკვლეული. ამჯერად გავიხსენებთ მხოლოდ ერთს: ბულგარელმა ექიმმა ლაზანოვმა აღმოაჩინა, რომ სწორედ მუსიკის რიტმი ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ტვინის აქტივობასა და მუშაობაზე. მეცნიერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მუსიკალური ტემპი, რომელიც წუთში 60 დარტყმას უტოლდება, 6%-ით ამაღლებს ტვინის ალფა-აქტივობას. სწორედ ამ უკანასკნელს, როგორც ვიცით, უკავშირდება ტვინის ტრანსული მდგომარეობა. ამასთან, იგივე მუსიკალური ტემპი ამცირებს ტვინის ბეტა-აქტივობას, რაც აქტიურობასა და ნათელ გონებასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, მუსიკაზე, რომლის ტემპი წუთში 60 დარტყმას უტოლდება, ადამიანს ეწყება ცნობიერების მედიტაციური მოდუნებული მგომარეობა.
6. თვლემა
ის, რომ თვლემის, ანუ სიფხიზლისა და ძილის საზღვარზე მყოფი ტვინის მდგომარეობის დროს ადამიანს განსაკუთღებული აზრები მოსდის უკვე დიდი ხნის წინ შეამჩნიეს. სალვადორ დალი ხშირად იძინებდა გასაღებით ხელში. როცა მხატვარს ჩაეძინებოდა, გასაღები ძირს დადებულ თეფშს დაეცემოდა ხოლმე და შემოქმედს
აღვიძებდა. ესპანელი სიურეალისტი ირწმუნებოდა, რომ ამ ხერხით მას გენიალური იდეები მოსდიოდა. უფრო ადრე მსგავს მეთოდს იყენებდა გამომგონებელი თომას ედისონი. იგი ჯდებოდა ხოლმე მოხერხებულ სავარძელში და ხელში იჭერდა ჭანჭიკებს. როგორც კი ღრმად ჩაეძინებოდა, ჭანჭიკი ვარდებოდა და გამომგონებელს ეღვიძებოდა. ედისონმა სეამჩნია, რომ ამგვარი ნახევრად ძილის მდგომარეობაში შეეძლო მას გენიალური იდეების მოფიქრება და დამახსოვრება. გარდამავალი მდგომარეობა, როცა ტვინი ჯერ კიდევ ფხიზელია, მაგრამ იწყებს ძილში გადასვლას, ძალიან ეფექტურია და ერთგვარი კატალიზატორია შემოქმედებითი იდეებისთვის.
7. შეყვარებულობა
ტრანსთან ახლოს მყოფ კიდევ ერთ მდგომარეობას წარმოადგენს შეყვარებულობა. იგი გავლენას ახდენს ორგანიზმის თითქმის მთელ ჰორმონულ აქტივობაზე. ჯერ კიდევ ფროიდი წერდა, რომ შეყვარებულობის ჩამოყალიბების საფუძველში დევს ჰიპნოზის მექანიზმები. ფროიდის აზრით, მორჩილება ადამიანს ახასიათებს როგორც სიყვარულის ობიექტის მიმართ, ასევე ჰიპნოზიორის მიმართ. ავსტრიელი ფსიქოლოგი განსხვავებას ხედავდა მხოლოდ იმაში, რომ ჰიპნოზური კავშირი სექსუალურ კმაყოფილებას გამორიცხავს, ხოლო შეყვარებულობის დროს სექსუალური ლტოლვა მხოლოდ დროებით არის მეორე პლანზე გადასული.