x
image
პროფესორი
ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია
ავადმყოფობის ფსიქოლოგიურ მიზეზებს შემოგთავაზებთ, რადგან მათი გაცნობიერება, ამ ავადმყოფობებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ:

1.სიმსივნე – დაგროვილი წყენებია, შეუხორცებელი იარები. უსიხარულობა. სული დაღლილია და სხეულიც ამ დაღლას პასუხობს – უჯრედები კვდომას იწყებენ. სასქესო ორგანოების სიმსივნეები უჩნდებათ იმათ, ვინც ქვეცნობიერ დონეზე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებზე არიან გაბოროტებულნი. რაც შეეხება საშვილოსნოს, მკერდის კიბოს – ეს დედობის ქვეცნობიერი შიშია.

2.კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები – ადამიანს არ სურს იმ მოვლენების მიღება, რაც მის ირგვლივ ხდება/ ძუნწობა, სიღატაკე, სიღარიბის შიში, შური

3.მეტეორიზმი – სიხარბე


4.უმადობა – სიახლეების შიში

5.ბუასილი – შიში რომ ვერ გაართმევ თავს პრობლემებს.

6.ალერგია – საკუთარი შესაძლებლობებზე უარის თქმაა

7.გაციება – გაღიზიანება, ნევროზი

8.კენჭები – ვინმესადმი მტრული დამოკიდებულება, გამოუთქმელი პრეტენზიები

9.კბილების პრობლემები – მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობა

10.კბილების ღრჭიალი ღამით – გაუცნობიერებელი აგრესია.

11.ფილტვები – შიში, რომ არ მოგისმენენ, ვერ გაგიგებენ, შინაგანი შეზღუდვები

12.ხველა – რაღაცისგან გათავისუფლების სურვილი. ამ დროს ენერგეტიკული წმენდა მიმდინარეობს

13.ყელი – ბავშვებში ეს მშობლების კონფლიქტებზე რეაქციაა. ზრდასრულ ასაკში კი მაშინ ხდება, როცა ადამიანი თავს იკავებს რაღაცის თქმისგან, “ყლაპავს“ სათქმელს

14.პანკრეასი/ შაქარი, დაბალი იმუნიტეტი – ძალაუფლებისკენ გადამეტებული სწრაფვა, ყველაფრის გაკონტროლების სურვილი, წყენა, უკმაყოფილება.

15.ნერვული სისტემა, ფსიქიკური პრობლემები – სამყაროს გაკვეთილების მიღებაზე უარის გაცხადება. ფსიქიკური პრობლემები შინაგანი კონფლიქტისას ყველაზე ხშირია, როცა ადამიანს რეალობის მიღება უჭირს, ცდილობს თავი მოიტყუოს, სიმართლისთვის თვალის გასწორება არ სურს. კონფლიქტია სურვილებსა და საჭიროებებს შორის, გონებასა და გრძნობებს შორის და ა.შ.

16.უძილობა – გადაუჭრელი პრობლემები, შიშები, რომელსაც გაურბიხართ. ქვეცნობიერი გაიძულებთ ამ ყველაფერზე დაფიქრდეთ და დაძინების საშუალებას არ გაძლევთ.

17.გული – სიხარულის ნაკლებობა, სიყვარულის გამოხატვის შიში, ემოციების ჩახშობა. შესაძლოა იყოს დანაშაულის შეგრძნებაც. დარდი, რომლითაც ვერაფერს ცვლით.

18.ინფარქტი/ ინსულტი – ბოღმა, დაგროვილი წყენა და ბრაზი. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც მთელ ცხოვრებას ომში ატარებენ, მიზნის მიღწევისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელნი, ახშობენ ემოციებს. სტატისტიკურად, ინფარქტი და ინსულტი მამაკაცებში უფრო ხშირია, რადგან ისინი საკუთარ თავს ტირილის უფლებას არ აძლევენ, თუმცა ქალებიც მალავენ ხშირად ამას.

19.შარდის ბუშტი/ ცისტიტი/ ინფექციები – სექსუალური ემოციების შეზღუდვა

20.ღვიძლი/სასქესო ორგანოები – საკუთარი ნეგატიური აზრების და ქმედებების გამართლების მცდელობა, დარწმუნებულობა იმაში, რომ აქვს საფუძველი იყოს ნაწყენი და გაბრაზებული, გაბოროტება.

21.ჯიბლიბო – ჩახშული ბრაზი ვინმეს მიმართ

22.ახლომხედველობა – მეწვრილმანეობა, საჭიროა მსოფლხედველობის გაფართოვება, გონებისთვის ახალი ჰორიზონტების გახსნა

23.სიელმე – იყავით გულწრფელი.

24.შორსმხედველობა – საერთო სურათში დეტალები მხედველობის არედან გრჩებათ

25.ვენების ვარიკოზული გაგანიერება – მოქნილობის ნაკლებობა. შინაგანი შებოჭილობა. გათავისუფლდით და სისხლიც თავისუფლად იმოძრავებს თქვენს ძარღვებში.

26.პროსტატა – ზედმეტი სექსუალური ამბიციები და სიბერის შიში

27.რადიკულიტი – მომავლის შიში

28.მეჭეჭები – საკუთარ თავთან კონფლიქტი, საკუთარი ნეგატიური მხარეების ვერ მიღებაimage

2
252
13-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
252
  
2015, 7 ოქტომბერი, 21:47
HeartMath-ის ინსტიტუტის მეცნიერები ატარებენ მგონი ამ კვლევებს)))
2015, 7 ოქტომბერი, 21:42
რა საინტერესო ახსნებია, ვიხალისე კიდეც :)) როგორც ჩანს ეს რამდენიმე დღეა ჩემში ენერგეტიკული წმენდა მიმდინარეობს:))) ისე მართლა საინტერესოა საიდან მოდის ეს ინტერპრეტაციები და თუ აქვს რაიმე სახის მეცნიერული საფუძველი.
0 1 2