მოვლენები Gucci-ს ახალი კოლექცია მილანის ჩვენებაზე 2012, 31 მარტი, 15:53 Gucci-ის ახალი კოლექცია ძალიან დრამატული, ხოლო შოუ კი საზეიმო, სრულყოფილი გახლდათ. მუქი ფერები, მაკიაჟი (ქლიავისფერი ტუჩები) და მოდელების ვარცხნილობა (უკან გადაწეული თმები) ზუსტად შეესაბამებოდა ჩვენების განწყობას. ფრიდა ჯანინიმ წარმოადგინა საოცარი ჟაკეტები და შარვლები მილიტარის სტილში, რომელიც მაღალყელიან ჩექმებთან და ბეწვის პალტოსთან ერთად უნდა ატაროთ. კოლექციის ძირითადი მასალა გახლდათ აბრეშუმი და ხავერდი, რომელიც მომავალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი გახდება. კოლექციაში წარმოდგენილი იქნა მისი განუყოფელი ნაწილი ნახევრად გამჭვირვალე გრძელი კაბები, რომლებიც გადაწყვეტილი იყო შავ ფერში და გაფორმებული გახლდათ ბრჭყვიალებით. 152 შეფასება არ არის
|