x
მსხვერპლთშეწირვა ინდოეთში - მამაკაცმა 4 წლის ბიჭს თავი მოკვეთა

imageინდოეთის სამხრეთ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში 35 წლის მამაკაცმა 4 წლის ბიჭს თავი მოკვეთა, რათა თაყვანი ეცა ღვთაება კალისთვის. როგორც ბრიტანული Independent-ი წერს, მამკაცი მსხვერპლთშეწირვით „წმინდა ძალების“ მოპოვებას ცდილობდა.
მამაკაცი და ბავშვის ცხედარი ადგილობრივებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც მისი ლინჩის წესით დასჯა განიზრახეს. ის ხის ბოძს მიაბეს და ქვები დაუშინეს, ხოლო შემდეგ მისი დაწვა სცადეს. მამაკაცი სოფლის უხუცესებმა იხსნეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.
პოლიციამ იგი საავადმყოფოში 40%-იანი დამწვრობით გადაიყვანა.
„პრაკასამის რაიონში ეს პირველი შემთხვევაა. როცა გამოკეთდება, მას დაკითხავენ და ფსიქიატრი მის ფსიქიკურ მდგომარეობას შეამოწმებს“, - განუცხადეს გამოცემას ადგილობრივ პოლიციაში.

0
871
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
871
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0