x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ციხიდან გაქცევის ყველაზე თავხედური, უცნაური და სასაცილო შემთხვევები
მხოლოდ ილუზიონისტებს როდის შეუძლიათ ჰაერში აორთქლება: როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ზოგიერთ მოხერხებულ პატიმარს არანაკლებ შესწევს უნარი იმისა, რომ თავი დაღწიოს ყველაზე დაცულ ციხესაც კი. მათ მიერ მოფიქრებულ გაქცევის ხერხებსა და მეთოდებს თვით ჰოლივუდის რეჟისორები და სახელგანთქმული სცენარისტებიც კი შეუძლია განაცვიფროს.


image


1. მექსიკელი ნარკობარონის ელ-ჩაპოს გაქცევა მეხიკოს "ალტიპლანოს" ციხიდან 1, 5 კილომეტრიანი გვირაბით, 2015 წელი



image

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ელ-ჩაპო მეხიკოს ციხიდან 1, 5 კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით გაიპარა. მიწისქვეშა გვირაბში ჩასასვლელი პოლიციელებმა საშხაპე კაბინის იატაკქვეშ აღმოაჩინეს. გამოძიების მონაცემების მიხედვით, ციხის რომელიღაც თანამშრომელმა ელ-ჩაპოს მიაწოდა "ალტიპლანოს" ციხის ზუსტი გეგმა, რომ პატიმრის მეგობრებს შეძლებოდათ გვირაბის ისე გათხრა, რომ ის ზუსტად იმ საშხაპე კაბინის იატაკზე ამოსულიყო, რომლითაც ელ–ჩაპო სარგებლობდა.


image


გასაოცარია ის, რომ გვირაბი უბრალო თხრილს კი არ წარმოადგენდა, არამედ ის კაპიტალურად იყი გაკეთებული და თქვენ წარმოიდგინეთ, კონდიცირების სისტემით აღჭურვილიც კი. გვირაბში მოწყობილი იყო რელსი, რომელზეც ვაგონეტად გადაკეთებული მოტოციკლი მოძრაობდა, - ასე თუ ისე, 1, 5 კილომეტრი არც ისე პატარა მანძილია და ცნობილ ნარკობარონს ფეხით სიარულს ხომ არ აკადრებდნენ.


image


ეს კი ის სახლია, სადაც გვირაბი მთავრდებოდა. აქედან "ალტიპლანოს" ციხემდე ზუსტად 1, 5 კილომეტრია. სულ ცოტაოდენი ხნის წინ ითვლებოდა, რომ ამ ციხიდან გაქცევა შეუძლებელია, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაუტეხელი ციხეები არ არსებობს.


image



2. პირველი გაქცევა კლინტონის ციხიდან ბოლო 150 წლის მანძილზე, აშშ, 2015 წელი


image


მკვლელობისათვის ბრალდებულმა ორმა მამაკაცმა მოახერხა კლინტონის ოლქში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარე ციხიდან გაქცევა, რომელიც 1865 წელსაა აშენებული. კამერაში, სადაც ბრალდებულები ისხდნენ, ნაპოვნი იქნა ხვრელი, რომლითაც შესაძლებელი იყო ტექნიკურ სართულამდე ასვლა.


image


გაქცევის ორგანიზებისათვის პატიმრებმა გამოიყენეს ელექტროხელსაწყოები: პოლიციამ გამოარკვია, რომ მათმა მეგობრებმა როგორღაც მოახერხეს ამ ინსტრუმენტების ციხეში შეგზავნა. მათი დახმარებით პატიმრებმა გატეხეს ფოლადის მილები და ქალაქის კანალიზაციის გვირაბამდე მიაღწიეს. იქედან კი თავისუფლებამდე სულ ცოტა მანძილიღა იყო დარჩენილი.


image


პოლიციელებს თავხედმა პატიმრებმა მხოლოდ ეს გზავნილი დაუტოვეს.


image


ეს კი გაქცევის ფინალური წერტილია. სწორედ ამ ჭიდან ამოძვრნენ გაქცეულები. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.


image


3. გაქცევა "ალკატრასიდან'', 1962 წელი


image

1962 წლის 11 ივნისს "ალკატრასის" ციხის ისტორიაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა: ციხიდან გაიქცა სამი პატიმარი: ფრენკ მორისი და ძმები-ჯონ და კლარენს ენგლინები. სავარაუდოდ, მათ მოახერხეს სამშვიდობის გაღწევა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ პატიმრებმა ვერ შეძლეს სრუტის გადაცურვა და დაიხრჩვნენ.


image


გაქცევისათვის მზადება დიდი ხნის განმავლობაში, საგულდაგულოდ ხდებოდა: პატიმრები ცდილობდნენ გაეკეთებინათ გასასვლელი ნესტით დაზიანებილ ბეტონში, რათა საკანალიზაციო გვირაბამდე მიეღწიათ. ამისათვის მათ გამოიყენეს, არც მეტი, არც ნაკლები, თვითნაკეთი ელექტრობურღი, ხოლო მისი ძრავის ხმა რომ არავის გაეგონა, მხოლოდ მაშინ მუშაობდნენ, როცა მეზობელად მდებარე დასასვენებელ დარბაზში მუსიკას უკრავდნენ. ხანგრძლივი შრომის შემდეგ გვირაბი მზად იყო. პოლიციას რომ განგაში არ აეტეხა და მათი არყოფნა გარკვეული დროის მანძილზე არ შეემჩნია, გაქცეულებმა მათი მსგავსი ფიტულები გააკეთეს მუყაოსაგან და თავიანთ ლოგინებში დასაძინებლად "დააწვინეს".


image


გვირაბის დახმარებით პატიმრებმა მიაღწიეს წყლის ნაპირს, აქ მათ სახელდახელო გასაბერი ნავი შეკრეს რეზინის ლაბადებისაგან და თავისუფლების შესახვედრად გაცურეს. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.



4. გაქცევა ვოლოგდის კოლონიიდან, 2012 წელი


image


2012 წლის 22 მარტს ვოლოგდის კოლონიის თავზე მფრინავი ვერტმფრენიდან თოკის კიბე ჩაუშვეს და მკვლელობისათვის ბრალდებული პატიმარი წაიყვანეს, რომელსაც 24 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა გაქცეული მალევე დაიჭირეს პოლიციელების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს.



როგორც გაირკვა, ვერტმფრენით გაქცევის ორგანიზება გააკეთა ადგილობრივმა ბიზნესმენმა, რომელსაც პატიმარმა ცოტაოდენი ხნის წინ დაურეკა და თხოვა, მოეწყო " მაღალი დელეგაციის ვიზიტი" ვერტმფრენით. ბიზნესმენი თუმცა ბოლომდე ვერ ჩაწვდა საქმის არსს, მაგრამ გადაიხადა ვერტმფრენის დასაქირავებლად საჭირო თანხა, შემდეგ კი ბრალდებულის თანამოსაქმეებმა ის მეგობრის ციხიდან გასაპარებლად გამოიყენეს, თუმცა პოლიციამ გაქცეული მალევე უკანვე დააბრუნა.



5. ყველაზე გულუბრყვილო გაქცევა ციხიდან-ჩუტიმალი, მექსიკა, 2011 წელი


image

ერთ-ერთი პატიმრის ცოლმა, მარიამ, ციხეში ქმართან მორიგი ვიზიტის დროს მას მთელი ჩემოდანი ტანსაცმელი მიუტანა, თუმცა ციხის თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორ გაჭირვებით მიათრევდა ქალი უკან თითქოსდა დაცარიელებულ ჩემოდანს.


image


როცა დაცვამ გადაწყვიტა ეს ჩემოდანი შეემოწმებინა, იქ მეტად უცნაური რამ აღმოჩნდა - თუ რა, ამას თქვენ სურათზე ხედავთ.


image


როგორც ჩანს, საბრალო მარიას კიდევ დიდხანს მოუწევს ქმრის გარეშე ცხოვრება.



6. გაქცევა ყანდაგარის ციხიდან, 2011 წელი, ავღანეთი


image

თითქმის 500-მა პატიმარმა მოახერხა გაქცევა ყანდაგარის ციხიდან 2011 წელს. ერთ-ერთი დილის შემოწმებისას გაირკვა, რომ 483 პატიმარი ადგილზე არ იმყოფებოდა. გაქცეულებიდან 115 თალიბი იყო, ისინი ტერაქტების მოწყობისა და შეაიარაღებული თავდასხმისათვის იყვნენ დაპატიმრებულნი.


image


თავისუფლებაზე მოხვედრა პატიმრებმა მოახერხეს ერთ-ერთი კედლის ქვეშ გათხრილი გვირაბით, რომლითაც მათ მიაღწიეს მიწისქვეშა კომენიკაციებამდე კირიაზებამდე, რომლებიც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს იქნა აგებული. სულ გაქცეულებმა გვირაბებით 400 მეტრზე მეტი გაიარეს და ასე გააღწიეს გარეთ.



7. ხანდახან ისეც ხდება, რომ გეგმა იდეალურია, მაგრამ მას რეალიზაცია არ უწერია


image

აი, ამის ერთ-ერთი მაგალითი. ბრაზილიის რომელიღაც ციხეში სამმა პატიმარმა მოახერხა კედელში ხვრელის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც ისინი გაქცევას გეგმავდნენ. სამწუხაროდ, ხვრელში გაძრომა სამეულიდან პირველმა ყველაზე ტანსრულმა პატიმარმა მოინდომა, მაგრამ ის თავისუფლებისაკენ მიმავალ შუა გზაზე გაიჭედა. მისი დიდი ღიპი ვერაფრით ვერ გაეტია საკმაოდ ვიწრო ხვრელში.


image


კედელში გაჩხერილის ორი, შედარებით გამხდარი თანამონაწილე კი კამერაში იჯდა და თავზარდაცემული უყურებდა, თუ როგორ იმსხვრეოდა მათი იმედები.


image


უიღბლო პატიმრის გამოყვანა მხოლოდ პოლიციის ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი.





0
3008
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3008
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0