ფეხბურთი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა 2015, 3 ოქტომბერი, 21:55 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა ლევან კობიაშვილმა დაიკავა. ფედერაციის პრეზიდენტობა სამ კანდიდატს სურდა, რევაზ არველაძეს, ლევან კობიაშვილს და მამუკა კვარაცხელიას. საბოლოოდ კი 18 ხმა ლევან კობიაშვილმა მიიღო, 15 კი რევაზ არველაძემ. რაც შეეხება მამუკა კვარაცხელიას, მან ვერც ერთი ხმა ვერ დააგროვა. ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციას 4 წელი უხელმძღვანელებს. 207 1-ს მოსწონს
|