სხვა წარმოუდგენელი და დაუჯერებელი მემკვიდრეობის ისტორიები... 2015, 3 ოქტომბერი, 19:57 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ დაუჯერებელ და წარმოუდგენელ მემკვიდრეობის
ისტორიებს. როგორი წარმოგიდგენიათ, როდესაც უცებ ძალიან დიდი ფულის
მემკვიდრე ხდებით? ნახეთ 10 წარმოუდგენელი მემკვიდრეობის ისტორიები...
1992 წელს, ჩერინ ფოლის მოქალაქე 17 წლის ქარა ვუდს მემკვიდრეობით დარჩა 500 000 დოლარი. ვუდსი ოჰაიოში მიმტანად მუშაობდა, როდესაც მისი ერთ-ერთი ყოველდღიური კლიენტი, ბილლ კრუქსტონი გარდაიცვალა, მას მოულოდნელად ნახევარი მილიონი დოლარი დაუტოვა! ![]() როგორც ცნობილია, კრუქსტონს ვუდსი საკუთარი შვილივით უყვარდა. ვუდსმა შემდეგში ეს ფული ბიზნესში ჩადო. ![]() პოტუგალიელს არისტოკრატს, ლუის კარლოს დე ნორონა კაბრალ და კამარას არ ჰყავდა ცოლ-შვილი, აქედან გამომდინარე მემკვიდრეც არ ჰყოლია. კამარა გარდაიცვალა 43 წლის ასაკში, გარდაცვალებამდე 13 წლით ადრე მან აირჩია 70 კაცი და თანაბრად გაუყო მთელი თავის მემკვიდრეობა. ![]() უნგრელ ძმებს, ბებომ გარდაცვალებმადე 6.6 მილიარდი დოლარი დაუტოვა მემკვიდრეობით. აღსანიშნავია, რომ ძმები საკუთარ ბებოს საერთოდ არ იცნობდნენ. ![]() სზოლტ და გეზა პელადები, მემკვიდრეობამდე ქალაქგარეთ მაღაროში ცხოვრობდნენ. ![]() სერგეი სუდევს ბიძისგან მემკვიდრეობით დარჩა 950 მილიონი ევრო, ანუ 1, 3 მილიარდი დოლარი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სერგეიმ ბიძა უკანასკნელად 10 წლის წინ ნახა. ![]() ნიუ-იორკელ ბუღალტერი, მორტ ზახლტერი დედასთან, მამასთან და ბიძასთან ერთად მუშაობდა ტორტების მაღაზიაში. ![]() ზახტერს ბიძისგან, 36 წლის ასაკში 6 მილიარდი დოლარი დარჩა მემკვიდრეობით. ![]() ფენგშუის ოსტატს, ტონი ჩენს აზიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ქალი მოუტყუებია, რითაც მას ამ ქალისგან მემკვიდრეობით 4.2 მილიარდი დოლარი ერგო წილად. ![]() ერთ-ერთ ბიზნესმენის ოჯახში ევა პაოლა მოსამსახურედ მუშაობდა. მამა დაღუპული ჰყავდა, არც კი იცნობდა. დედის და ბიზნესმენის, რომლის ოჯახშიც მუშაობდა, გარდაცვალების შემდეგ, მან საჩივარი შეიტანა ოჯახის მემკვიდრეობაზე.... ![]() სასამართლო 9 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გადაწყვეტილების შედეგად, პაოლას 40 მილიონი დოლარი ერგო წილად მემკვიდრეობიდან. ![]() ერთ-ერთ მილიონერს, რომელსაც სახელად სამუელი ერქვა, შვილიშვილს დაუტოვა 36 ჰექტარიანი კუნძული, სადაც იმალებოდა ძალიან დიდი განძი. სამუელმა განძი საკუთარ შვილს არ დაუტოვა მემკვიდრეობით, რადგან მისი ასული რელიგიით ბუდისტს გაჰყვა, აქედან გამომდინარე სამუელმა მთელი თავის მემკვიდრეობა, კუნძულთან ერთად თავის შვილიშვილს, ჯორჯს დაუტოვა. ![]() სანტა-კრუზ დე სიერა ბოლივიის მოქალაქეს, ქუჩის მათხოვარს, თომას მარტინეზს ყოფილი ცოლისგან მემკვიდრეობით 6 მილიონი დოლარი დარჩა. ![]() სამწუხაროდ, როდესაც პოლიცია მარტინეზთან მივიდა ამ სასიხარულო ამბის მისატანად, შეშინებული მარტინეზი გაიქცა. დღემდე უცნობია თუ სად გაქრა თომას მარტინეზი... ![]() ერტ-ერთმა ადვოკატმა, ჩარლს ვენს მილარმა მოულოდნელად მემკვიდრეობა ოჯახს არ დაუტოვა. მან მთელი თავის ქონება 4 ქალზე გადაანაწილა, რომლებსაც ჰყავდათ 9 შვილი. თითოეულ მათგანს შეხვდა 75 000 დოლარი. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 670 14-ს მოსწონს 1-ს არა
|