კინო თინა მახარაძის სკანდალური პოსტი 2015, 2 ოქტომბერი, 17:37
“ერი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ღმერთი არად დაგიდევს, კარაქი და მაიონეზი სამარხვოა თუ არა და პროდუქტების შემადგენლობისა და სიის მიხედვით არ გიწერს "ფრიადს", "დამაკმაყოფილებელს" ან ჩათვლას, ერი, რომელიც აქეთ რხევის ამპლიტუდას აპკსა და ანუსს შორის ზომავს და იქით ავადმყოფს საწოლში ტ...ს, ერი, რომელსაც სჯერა მოსკოვის, რომელსაც, თავის მხრივ, არ სჯერა ერების ცრემლების, ერი, რომელიც არ თესავს და მომკვას ელოდება, ერი, რომელსაც სჯერა უფასო ფულის, ბუნებრივია, რომ სულ იქნება ისეთი ერი, რისიც თვითონ სჯერა.უფასო ერი. ასეთ ერს ვულოცავ დაყადაღებულ თავისუფალ აზრსა და სიტყვას, გრაფიკით მიწოდებულ ელექტრო ენერგიას, შიმშილს, გაჭირვებას, სიბნელეს, გაზრდილ კრიმინალს, "დე" დაუმდგარ კრიმინალიზაციას, გაუნათლებლობას, თვალსაწიერის არქონას, მსოფლიოს აქტიური რადარებიდან გაქრობას, ნარუშილოვკების სიმრავლეს, სინდისის სიმცირეს, გაუფასურებულ ფულსა და უფასო ერად დაღზევების მეოთხე წელიწადს“. 452 4-ს მოსწონს |
ვინც ვერ ხედვტ ვერაფერს, კარგად გაახილეთ თვალები და თქვენც დაინახავთ ანალოგიურს, შიძლება უარესიც დაინახოთ.