კინო ,,ყოფილა მომენტი, მიფიქრია, რომ ყველაფერს მივატოვებდი და მხოლოდ მარიკოს დავუთმობდი დროს,, - ლელა წურწუმიას აღიარება 2016, 3 ივლისი, 0:59 ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია ნაკლებად საუბრობს პირად ცხოვრებაზე. თუმცა რამდენიმე დღის წინ მომღერალმა მარაოს ეთერში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შვილის შესახებაც. ლელა წურწუმიიას და კახა მამულაშვილის გოგონა უკვე თინეიჯერია. როგორც მომღერალი ამბობს, ხათრიანი და თბილი ბავშვია, ჰოროსკოპით დედასავით მერწყულია. პატარაობაში თურმე ბევრს ხატავდა, ძირითადად ატირებულ ბავშვებს, მისი პასუხი კი ასეთი იყო, დედა ენატრება და ტირისო. მომღერალს პროფესიული საქმის მიტოვებაც უფიქრია, შვილთან ურთიერთობის დეფიციტის გამო. “თუმცა ყოფილა ისეთი მომენტებიც, როცა მიფიქრია, რომ ყველაფერს მივატოვებდი და მხოლოდ მარიკოს დავუთმობდი დროს, თუმცა ვერა და ვერა“- ამბობს მომღერალი.. შოუბიზნესის წარმომადგენელმა დედობა და კარიერა დედობა ერთმანეთს მშვენივრად შეუთავსა.. 166 1-ს მოსწონს
|