x
image
მანჩო 777
ოცი უჩვეულო და გასაოცარი მოვლენა, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ხდება (პირველი ნაწილი)
დედა-ბუნება გამუდმებით გვაოცებს თავისი სიურპრიზებით. დღევანდელ პოსტში მინდა მოგითხროთ გასაოცარ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე ხდება და რომლებიც ერთი შეხედვით დაუჯერებლად და ზებუნებრივად გვეჩვენება.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა ოცი გასაოცარი მოვლენა, რომლებიც ნამდვილად ხდება დედამიწის სხვადასხვა მხარეში.


image


1. ცოცხალი ქვები, ჩილე



image

ცოცხალი ქვები-ბუნების გასაოცარი მოვლენაა. გარეგნულად ისინი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქვებისაგან, მაგრამ ქვის შიგა ნაწილი ძალიან ჰგავს მცენარეს ან ცხოველს. ქვის გაჭრის შედეგად მის შუაგულში იპოვით წითელ მასას, რომელიც სისხლს მოგვაგონებს. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ უცნაური მცენარე-ცხოველის შიგთავსისაგან ადგილობრივები გემრიელ კერძებს ამზადებენ.


2. ლენტიკულარული ღრუბლები, მთიანი რეგიონები


image

ბუნების უცნაური მოვლენა - ლინზისებური ანუ ლენტიკულარული ღრუბლები წარმოიქმნება საჰაერო ტალღების ზედაპირებზე ან ჰაერის სხვადასხვა ფენებს შორის. როგორი ძლიერი ქარიც არ უნდა იყოს, ეს ღრუბლები უმოძრაონი რჩებიან. ჩვეულებრივ ისინი 2-დან 15 კილომეტრ სიმაღლეზე ჩამოეკიდებიან ხოლმე და მნახველს აოცებენ თავისი დიდებული შესახედაობითა და სილამაზით. ხშირ შემთხვევაში ლენტიკულარული ღრუბლების წარმოქმნა ატმოსფერული ფრონტის მოახლოების ნიშანია.


3. წითელი კიბოების მიგრაცია, შობის კუნძული


image

ხმელეთის წითელი კიბოები სამართლიანად ითვლება ატლანტის ოკეანეში მდებარე შობის კუნძულის სავიზიტო ბარათად. ამ კუნძულზე კიბოების რაოდენობა 120 მილიონს აღწევს. ეს უცნაური რეპტილიები მხოლოდ ხმელეთზე ცხოვრობენ. სეზონური მიგრაციის დროს, რომელიც, როგორც წესი, ათი დღე გრძელდება, მილიონობით კიბო მიემართება ოკეანის სანაპიროსაკენ, რომ იქ ქვირითი დაყარონ. ამ დროს მთელი კუნძული წითელ უწყვეტ ნაკადად იქცევა, ფერხდება ტრანსპორტის მოძრაობა, ხანდახან კი სრულებით ჩერდება რამოდენიმე საათითა და ხშირად დღითაც კი. ეს გასაოცარი სანახაობა მთელი მსოფლიოდან იზიდავს ეკოლოგებს, ბიოლოგებსა და ფოტოგრაფებს.


4. წყალქვეშა წრეები, იაპონია


image

ამ მისტიკურ წყალქვეშა წრეებს სინამდვილეში სრულიად მიწიერი დანიშნულება აქვს. უცნაურ ნაყშებს ქვიშიან ფსკერზე ხატავს მამრი თევზი ფუგუ, რათა მიიქციოს მდედრი ფუგუს ყურადღება. ეს გაბერილი თევზები დღე და ღამე შრომობენ, რათა შექმნან საოცარი ნახატები ოკეანის ფსკერზე. ამას ისინი მხოლოდ ერთი ფარფლის მეშვეობით აკეთებენ. მდედრი ფუგუ ირჩევს იმ მამრს, ვისი ნახატიც უფრი ღრმადაა ქვიშაში ამოტვიფრული და ეს სრულებითაც არაა შემთხვევითი, ქვიშის ამაღლებული ბორცვები ხელს უშლის ოკეანის დინების მიერ კვერცხების მოტაცებას.

უცნაური წყალქევეშა წრეები პირველად იაპონელმა ფოტოგრაფმა იოჯო ოკატამ ნახა, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო ბუნების ეს უნიკალური მოვლენა.


5. "შავი მზე", დანია


image

ყოველ გაზაფხულეზე დანიაში გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა ხდება: მილიონზე მეტი სამხრეთიდან ევროპაში დაბრუნებული შაშვი თავს იყრის დიდ ჯგუფებად. დღისით ფრინველები საკენკს აგროვებენ მინდვრებზე, ხოლო ღამღამობით ლერწმის ჭალებში ათევენ ღამეს. მათი გუნდები საოცარ ქიმერულ ფიგურებს ქმნის, რომლებიც ხანდახან მზესაც კი ფარავს. სწორედ ამ გასაოცარმა მოვლენამ მიიღიო სახელწოდება "დანიის შავი მზე". ამ მოვლენაზე დაკვირვება მარტის შუაგულიდან აპრილის ბოლომდეა შესაძლებელი.


6. ხეები-აბრეშუმის პარკები, პაკისტანი


image

პაკისტანში მომხდარი წყალდიდობების დროს შესაძლებელია მეტად უცნაური მოვლენის მხილველი გავხდეთ: ათასობით ხე ისე იფარება აბლაბუდით, რომ აბრეშუმის პარკს ემსგავსება. საქმე იმაშია, რომ ეს ხეები გახდნენ ობობების ერთადერთი თავშესაფარი წყალდიდობების დროს - თითოეულ ხეზე ათასობით ობობა იკეთებს ბუდეს. ამ ობობებმა ქსელით ისე დაფარეს ხეები, რომ ზოგიერთი მათგანი გახმა კიდეც მზის სხივების უკმარისობისაგან. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი- ობობებმა ამ არემარეში მთლიანად მოსპეს მალარიის გამომწვევი კოღოები, რითაც დიდი შვება მიანიჭეს ადგილობრივ მცხოვრებლებს.


7. ცეცხლოვანი ცისარტყელა, აშშ


image


ამ გასაოცარი სილამაზის ბუნებრივ მოვლენას შეიძლება დავაკვირდეთ აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კერძოდ აიდაჰოს შტატში. ადგილობრივმა მოსახლეობამ მას "ცეცხლოვანი ცისარტყელა უწოდა. მას იწვევს მზის სხივების გავლა ფრთისმაგვარ ღრუბლებში, რომლებიც წარმოქმნილია ექვსკუთხედის ფორმის ყინულის კრისტალებისაგან. მზის სხივები ამ კრისტალებში გარდატყდება მეტად უცნაური სახით, რაც იწვევს ცეცხლოვან ცისარტყელას. ცისარტყელა შეიძლება გადაჭიმული იყოს რამოდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრზე.


8. ცისარტყელასებრი ევკალიპტი, ახალი გვინეა


image

სახელწოდება ამ ულამაზესმა ხემ მიიღო შტამპის უჩვეულო თვისების გამო: წელიწადის დროის, ასაკისა და სისქის მიხედვით ევკალიპტის გარეკანი ღებულობს სხვადასხვაგვარ შეფერილობას. ახალგაზრდა ევკალიპტის ქერქს გააჩნია ღია მწვანე შეფერილობა, დროთა განმავლობაში ის მუქდება და გადადის ლურჯ, იასამნისფერ, ნარინჯისფერ და ბორდოსფერ ფერებში. ახალგაზრდა და ბებერი ქერქის ფენების მონაცვლეობა ულამაზეს ცისარტელას ქმნის, რომელიც გამუდმებით იცვლება, თვალწინ უშლის რა მნახველს აბსტრაქციული მხატვრობის ულამაზეს ცოცხალ ნიმუშებს. ცისარტყელასებრი ევკალიპტი ახალ გვინეაში, ფილიპინებზე და ჰავაის კუნძულებზე იზრდება.


9. "სისხლიანი წვიმა'', ინდოეთი


image

2001 წლის ზაფხულში ინდოეთის შტატ კერალის მცხოვრებლები გასაოცარი სისხლიანი წვიმის მხილველნი გახდნენ - წვეთებს, რომლებიც ციდან ეცემოდა, მკვეთრი წითელი შეფერილობა ჰქონდა. ასეთი ფერადოვანი წვიმები კერალში შემოდგომამდე გაგრძელდა. როგორც წესი, მათ ხანმოკლე ხასიათი ჰქონდათ და სულ რამოდენიმე წუთი გრძელდებოდა. წვიმის წვეთების ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ძლიერ იყო დაბინძურებული მძიმე ლითონებით, განსაკუთრებით სპილენძით. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა ამ მოვლენის გამო: სისხლიანი წვიმა კარგს არაფერს მოასწავებს-ფიქრობდნენ ისინი.



10. თხები, რომლებიც ხეებზე ბალახობენ, მაროკო


image

ბალახის გამუდმებული უკმარისობის გამო მაროკოელი თხები იძულებული არიან გამუდმებით აძვრნენ ხეებზე საკვების საპოვნელად. ისინი ჯოგებად ბალახობენ არგანიის ხეებზე და იკვებებისნ მისი ფოთლებით. აი, ასეთი გასაოცარი სურათი შეიძლება ნახოთ ატლასის მთებში, სუსის დაბლობზე და აფრიკის ატლანტიკურ სანაპიროზე. მწყემსების მოვალეობაში შედის არამარტო თხების არვეს ერთი ხიდან მეორეზე გადარეკვა და მათთვის თვალყურის დევნება, არამედ არგანიის ხის ნაყოფის კურკების შეგროვებაც, რომელსაც თხები აფურთხებენ. სწორედ ამ კურკებისაგან ამზადებენ უძვირფასეს არგანიის ზეთს, რომელიც პარფიუმერიაში, კულინარიასა და კოსმეტიკაში გამოიყენება.

0
1591
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0