ეკონომიკა პოლონეთში ნაცისტების ოქროს ეძებენ! 2015, 1 ოქტომბერი, 18:02 ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია ნაცისტების ოქროს შესახებ, რომელსაც
პოლონელები ეძებენ!
1945 წელს "ოქროს მატარებელი" პოლონეთის ქალაქ ვროცლავთან ახლომახლოს გადაიკარგა. დღესდღეობით პოლონელებს სჯერავთ, რომ ოქრო მათ ტერიტორიაზეა. ოქროს ძებნაში ჩართულია ასევე პოლონეთის სამხედრო არმიაც. სამხედროები უკიდურეს ზომებს იღებენ, რათა "ოქროს მატარებლის" სავარაუდო ადგილმდებარეობა ძალიან სიღრმეშია, ამიტომ შესაძლოა მატარებელში ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იყოს. ადგილზე სპეციალურად ქიმიური, რადიაციული და ასაფეთქებელი ნივთიერებების საწინააღმდეგო ინვეტარიით დაკომპლექსებული სამხედროები იმყოფებიან. ისინი ამოწმებენ ტერიტორიას, სადაც სავარაუდოდ "ოქროს მატარებელი" იმყოფება. სამხედროების ვარაუდით, ნებისმიერი ადგილი შესაძლოა დამინული იყოს. პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ოქროს მატარებელი ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ვალბრიშში უნდა იყოს. 2015 წლის აგვისტოს თვეში პოლონელებმა სპეციალური მიწისქვეშა რადარების საშუალებით ამ დასკვნამდე მივიდნენ, რომ "ოქროს მატარებელი" 99 %-ით ამ ქალაქში იმყოფება. ისტორიის თანახმად, გერმანელებმა ომის წაგების შემდეგ, ოქრო მატარებელზე დატვირთეს და გადამალეს, რათა მტერს ხელში არ ჩაეგდო. დაუჯერებელია, მაგრამ მატარებელში 300 ტონა ოქრო და კიდევ ძალიან ბევრი ძვირადღირებული სამკაულია დამალული. როგორც ცნობილია, მატარებლის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობას ინფორმაციას აწვდის პიროვნება, რომელიც ამ წუთისთვის სიკვდილს ებრძვის. პოლონელებს ეჭვი აქვთ, რომ ეს კაცი მათ შორის ერთ-ერთი იყო ვინც "ოქროს მატარებელი" გადამალა. ვნახოთ რა მოხდება უახლოეს მომავალში... თუ იპოვეს აუცილებლად გაგაგებინებთ... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 287 7-ს მოსწონს 1-ს არა
|