კოსმეტოლოგია სახის კრემი, რომელიც ყველაზე პრობლემურ კანსაც კი აახალგაზდავებს 2015, 1 ოქტომბერი, 18:26 ეს საოცარი კრემი კანს ხავერდოვანს, მბზინვარეს და აბრეშუმივით ნაზს ხდის. აქრობს მიმიკურ ნაოჭებს და ჯანსაღ იერს ანიჭებს მას. სტატიაში წარმოგიდგენთ მისი მომზადების ძალიან მარტივ წესს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: – ახალი კვერცხის გულის ნახევარი; – 2 ჩ. კ. ნუშის ზეთი (შეგიძლიათ შეცვალოთ ზეითუნის ზეთით); – 1 ჩ. კ. ზღვის მარილი; – 2 ჩ. კ. გვირილის ნახარში (1 ს. კ. გამხმარ გვირილას დაასხით 200 მლ. წყალი, ადუღეთ 15-20 წუთი); – 0.5 ჩ. კ. ნატურალური თაფლი; – 2 ჩ. კ. კოსმეტიკური ვაზელინი (იყიდება აფთიაქებში).აურიეთ მოცემული ინგრედიენტები კოვზით სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მაცივარში. მსუბუქი მოძრაობით წაისვით სუფთა კანზე. 30 წუთის შემდეგ სახე გაიწმინდეთ მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით. ის ვინც ზრუნავს საკუთარ თავზე, ცდილობს მუდმივად ფორმაში იყოს და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ნამდვილად მოეწონება ეს არჩვეულებრივი, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული საცხი! 618 8-ს მოსწონს
|