x
image
natia.a
12 რამ, რასაც ქალი და მამაკაცი სხვადასხვაგვარად აკეთებს და რატომ?

image


ქალები და კაცები - ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებულები, განსხვავებულები მთავარშიც და სულ უმნიშვნელო დეტალებშიც, მაგალითად ისეთებში, როგორიცაა ტანსაცმლის გახდა, ბურთის სროლა, მთქნარება და ა.შ.

მაინც რას აკეთებენ განსხვავებულად ქალები და კაცები?

1. იხდიან ტანსაცმელს
image

მამაკაცი და ქალი მაისურს სხვადასხვაგვარად იხდის: მამაკაცი, როგორც წესი, ხელებს მხრებს უკან გადაიტანს და მაისურის ზედა კიდეს ან საყელოს ქაჩავს. ქალი კი წინიდან გადაიჯვარედინებს ხელებს და ტანსაცმელს იწევს ქვედა კიდედან. მამაკაცებმა შეიძლება ამ ხერხებიდან ორივე გამოიყენონ, მაგრამ ქალი მხოლოდ მეორეს იყენებს. მიზეზი მარტივია: ქალის ტანსაცმელი, ჩვეულებრივ, უფრო მომდგარია ტანზე და უკნიდან ქაჩვით ვერ გაიხდის, მამაკაცის სამოსი კი უფრო თავისუფალია.

2. აჩვენებენ ხელებს

თუ ქალს და მამაკაცს სთხოვთ გაშლილი ხელები გიჩვენოთ, მამაკაცი, როგორც წესი ხელისგულებს გიჩვენებთ, ქალი კი - ხელის ზედა მხარეს...

3. ისვრიან ბურთს


მამაკაცი, ჩვეულებრივ ბურთს თავის ზემოდან ისვრის, ქალი კი მას ორივე ხელით იჭერს წინ და ქვემოდან ზემოთ ისვრის.

4. ამთქნარებენ
image

მამაკაცები, ჩვეულებრივ მთქნარებისას მუშტს იფარებენ პირზე, ქალები - ხელის გულს.

5. ესმით
image

ქალებს მამაკაცებზე უკეთ ესმით და შესანიშნავად არჩევენ მაღალ სიხშირეებს. ქალის ტვინი დაპროგრამებულია ბავშვის ყვირილზე, მამაკაცების უმრავლესობას კი ღამით ბავშვის ყვირილი არ ესმის და განაგრძობს ძილს. თუ სადმე კატამ დაიკნავლა, პირველი ამას ისევ და ისევ ქალი შეამჩნევს. სამაგიეროდ მამაკაცი უკეთ გამოიცნობს ბგერის მიმართულებას და სივრცეშიც უკეთესი ორიენტაცია აქვს. სწორედ ის გაიგებს პირველი სად იმალება ზემოაღნიშნული მჩხავანა კატა.

6. არჩევენ მარცხენას და მარჯვენას

მამაკაცებს არასოდეს ეშლებათ მარჯვენა და მარცხენა, რადგან მოქმედებენ ან მარჯვენა, ან მარცხენა ნახევარსფეროთი. მაგრამ თუ ქალს შეეკითხებით რომელია მარცხენა ხელი, პასუხისთვის რამდენიმე წამი დასჭირდება. ამ დროს ქალი ან ხელზე დაიხედავს და საქორწილო ბეჭედს შეამოწმებს, ან უცბად გაიხსენებს, რომელი ხელით წერს. ამიტომ, ხშირად მამაკაცი ბრაზდება ქალზე, როცა ეს უკანასკნელი ეუბნება "მარჯვნივ შეუხვიე", სინამდვილეში კი, თურმე, მარცხნივ გულისხმობს.

7. ხედავენ
image
მამაკაცები გარკვევით ხედავენ წინ დიდ მანძილზე და მათი თვალები ბინოკლსაც შეიძლება შევადაროთ. ეს არის ე.წ. "გვირაბული" მზერა - მზერა მონადირისა, რომელიც პოულობს და კვალში უდგება ნადავლს. ქალებს კი პერიფერიული მხედველობა უკეთ აქვთ განვითარებული. საქმე ის არის, რომ ქალმა მაქსიმალურად კარგად უნდა დაინახოს მთელი სივრცე თავის გარშემო, რათა აკონტროლოს ბავშვები და დროულად შენიშნოს საფრთხე.

ამიტომ, ხშირია, როცა მამაკაცი ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ რაიმე საგანი დაუმალა. სინამდვილეში, წინდები, საცვლები, მანქანის გასაღები, საფულე თუ კარაქი - ყველაფერი თავის ადგილზე დევს, უბრალოდ მამაკაცი ზოგჯერ ვერ ხედავს მათ.

თითქმის ყველა ქალისთვის ნაცნობია შემდეგი შინაარსის საუბარი:

კაცი: სად არის კარაქი?
ქალი: მაცივარში.
კაცი: ზუსტად ახლა ვიხედები მაცივარში და არავითარი კარაქი აქ არაა.
ქალი: მანდ არის, ათი წუთის წინ შევდე.
კაცი: შეიძლება სადმე სხვაგან დადე, მაცივარში ნამდვილად არ არის.

ამ სიტყვების შემდეგ ქალი შედის სამზარეულოში, აღებს მაცივარს და ჰოი საოცრებავ, გამოაქვს კარაქი.

მხედველობის ამ თავისებურებას უფრო სერიოზული შედეგიც აქვს. სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალი მძღოლი მამაკაცთან შედარებით იშვიათად ხვდება ავარიებში, რომლებიც გვერდიდან დარტყმითაა გამოწვეული. უფრო მეტი ალბათობაა, რომ ქალი პარალელური პარკირების დროს შეეჯახება რამეს, რადგან მას სუსტად აქვს განვითარებული სივრცის შეგრძნება.

8. იკრავენ ხალათს
image
ქალები ხალათს წელზე იკრავენ, მამაკაცები - თეძოებზე.

9. ესმით სხვისი გრძნობები

ქალი მყისიერად შიფრავს სიტყვიერ, ვიზუალურ და ა.შ. სიგნალებს. როცა შედის ოთახში, სადაც უცხო ადამიანები იმყოფებიან, პირველ რიგში მათ აკვირდება და სწრაფადვე ხვდება ვინ როგორ გრძნობს თავს და რა დამოკდებულება აქვთ ერთმანეთში. როცა ოთახში მამაკაცი შედის, ოთახს აკვირდება, აფიქსირებს გასასვლელ-გამოსასვლელებს, ეძებს ნაცნობ ან კიდევ პოტენციური მტრების სახეებს. მისი ლოგიკური გონება ხვდება რა არის ოთახში შესაკეთებელი, გამოსასწორებელი, მაგალითად გაბზარული შუშა ან გადამწვარი ნათურა.

სწორედ ამ თვისებების გამო, ხშირად მამაკაცი მანამ ვერ ხვდება, რომ მისი ქალბატონი ნაწყენია, სანამ თავად არ ეტყვის ამას. ხოლო ქალის მხრიდან საპასუხო ფრაზა "არა, არ მწყენია", მამაკაცმა არასოდეს არ უნდა დაიჯეროს. სინამდვილეში ქალი ელის, რომ მისი საყვარელი კაცი ფრაზის მიღმა ფარულ სიგნალებს წაიკითხვას. მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, ნუ ელით ამას! კაცები თქვენს წყენას მხოლოდ პირდაპირი ნათქვამით თუ მიხვდებიან, ან კიდევ კარის გამაყრუებელი გაჯახუნებით.


10. უმკლავდებიან საქმეებს

მამაკაცს დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება შეუძლია. მაგალითად, თუ მამაკაცს დაელეპარაკებით, როცა იგი წვერს იპარსავს, შეიძლება უბრალოდ კანი გაიჭრას.

ქალებს კი შესწევთ უნარი რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთონ: ამზადონ სუპი, ილაპარაკონ ტელეფონზე და ალაგონ სახლი. ამის მიზეზი თავის ტვინის განსხვავებული აგებულება და ისტორიულად სხვადასხვა სოციალური როლებია. თუ სანადიროდ გასული მამაკაცი ყვავილებზე გაერთობა, ოჯახს არაფერი ექნება საჭმელი. ხოლო ქალი თუ მხოლოდ სოკოსა და კენკრის კრეფაზე კონცენტრირდება, ბავშებს მომვლელი აღარ ეყოლებათ.

11. უმკლავდებიან პრობლემებს
image

როცა ქალს პრობლემები აქვს, ესაუბრება ამაზე დედას, მეგობარს, ქმარს, მაღაზიაში გამყიდველს, პარიკმახერს... წერს დღიურში, შეტყობინებებში, სოციალურ ქსელებში. რაც მეტად განიხილავს პრობლემას, მით ადვილი გადასატანი ხდება.
როცა მამაკაცს აქვს, პრობლემა, წვება დივანზე და დუმს, ან ფეხბურთს უყურებს. მამაკაცს სჭირდება პრობლემებისგან სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, ასე იხსნის იგი სტრესს. ხოლო როცა დაძაბულობა მცირდება, იწყებს გამოსავლის ძიებას. ამ უკანასკნელს კაცი ყოველთვის მარტო აკეთებს. თუ ამ დროს რჩევებით თავს მოაბეზრებთ, დიდი ალბათობაა საქმე ჩხუბამდე მივიდეს.


12. იმახსოვრებენ ინფორმაციას

ქალს თავში რაღაც უზარმაზარი საკუჭნაოსავით აქვს, სადაც უამრავი პატარა ნივთია და ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ქალი აკურატულად აგროვებს ინფორმაციას ყველაფერზე: რა სად დევს, ვის რა უყვარს, ვის როდის აქვს დაბადების დღე, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა სკოლაში, რა სთხოვა დედამ და ა.შ. მამაკაცს კი ახსოვს მხოლოდ ის, რაც მთავარია და ყოველთვის ადანაშაულებს ქალს იმაში, რომ უამრავი სისულელით აქვს გამოტენილი თავი.


არ ღირს დადანაშაულება! თუ მამაკაცი პასუხისმგებელია უსაფრთხოებაზე, ქალი პასუხს აგებს სოციალურ კავშირებსა და კომფორტზე, და სწორედ ამ ქალური "სისულელეების" წყალობით ხდება გარშემომყოფებთან თბილი ურთიერთობების დამყარება, წესრიგისა და სიყვარულის ატმოსფეროს შექმნა.

ასე რომ, მოდით უბრალოდ დავაფასოთ ერთმანეთის თვისებები და ჩვენს შორის განსხვავებები. რადგან, სწორედ საწინააღმდეგო თვისებებს შორის მიზიდულობა წარმოშობს იმ მაგიას, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ.








10
4435
16-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4435
  
2016, 25 ნოემბერი, 19:07
მაგარია და გავაზიარე
2015, 30 სექტემბერი, 9:53
დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.
2015, 30 სექტემბერი, 8:28
ძალიან კარგი იყო..რომ შეიძლებოდეს 10 ლაიქს მოგცემდი
2015, 29 სექტემბერი, 22:17
მეც მთლიანად ვეთანხმები, ძალიან მომეწონა და ამიტომ ვთარგმნე. :)
2015, 29 სექტემბერი, 22:17
:)) მე უბრალოდ ვთარგმნე. ორიგინალი სტატია დაწერილია ცნობილი ფსიქოლოგისა და მწერლის, ჯონ გრეის ბესტსელერის მიხედვით - "Men Are From Mars, Women Are From Venus". დოქტორი ჯონი კი ნამდვილად მამაკაცია :))
2015, 29 სექტემბერი, 17:37
როგორ ეტყობა სტატიას რომ ქალის დაწერილია :)
2015, 29 სექტემბერი, 16:56
ძალიან კარგი წასაკითხი და სახალისო სტატიაა და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო და ასევე, რა თქმა უნდა 100% ვეთნხმები:)
2015, 29 სექტემბერი, 13:50
კი ძალიან საინტერტესო იყოო
2015, 29 სექტემბერი, 13:49
გაიხრე, მადლობა. მგონი ყველაფერი ემთხვევა, არაა?;)
2015, 29 სექტემბერი, 13:48
ძალიან მაგარია და გავაზიარეე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10