სხვა ქალიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, ქალმა ფეხმძიმობის მე-7-ე თვეზე, 3 ტყუპი გააჩინა 2015, 29 სექტემბერი, 9:52 ![]() ჰლოიმ გადაწყვიტა ქალიშვილი გადაერჩინა, მაგრამ ამით ის საფრთხეს უქმნიდა ვაჟიშვილების და საკუთარ სიცოცხლეს. მშობიარობის დაჩქარების შემთხვევაში, ის სამივე ბავშვს და საკუთარ თავსაც საფრთხეს შეუქმნიდა. ჰლოიმ გადაწყვეტილება მიიღო და 3 ბავშვი გააჩინა - ჰენტი, რუფუსი და პელი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბავშვებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, დაბადებიდან 11 კვირის შემდეგ, სრულიად ჯანმრთელებმა, მშობლებთან ერთად, დატოვეს საავადმყოფო. ![]() ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქალი თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ერთი შვილის გამო, დანარჩენ ორს, რომლებიც კარგად ვითარდებოდნენ, საფრთხეს შეუქმნიდა. მაგრამ ის აზრი, რომ შეეძლო ქალიშვილი დაეკარგა, მოსვენებას არ აძლევდა. ![]() პატარები გადარჩნენ, მაგრამ ისინი იმდენად სუსტები იყვნენ, რომ სისხლის გადასხმა დასჭირდათ. გოგონას ძვლების მეტაბოლური დაავადება ჰქონდა, მაგრამ ეს პრობლემა მედიკამენტური ჩარევით მოგვარდა. ![]() ჰლოიმ არ იცის, მომავალში რა ელის მის შვილებს. დღეს ის ძალიან ბედნიერია და უკვე აღარ ნანობს თავისი გადაწყვეტილების გამო. ![]() 293 6-ს მოსწონს
|