x
image
მანჩო 777
ათი აბსოლუტურად ჩვეულებრივი საგანი თქვენს სახლში, რომელთაც თქვენი მოკვლა შეუძლია
თუ თქვენ სიკვდილის გეშინიათ, მაშინ ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა განკუთვნილი. ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სახლი სავსეა ერთი შეხედვით სრულიად უვნებელი, ჩვეულებრივი საგნებით, რომელთაგან თითოეულ მათგანს თავისუფლად შეუძლია ჩვენი მოკვლა. მაშ ასე, გთავაზობთ ათ აბსოლუტურად ჩვეულებრივ ნივთს ჩვენი ყოფა-ცხოვრებიდან, რომლებსაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ.


1. წიწიკა ჩილი


image


წიწიკა ჩილი კერძს შესანიშნავ არომატს და სიმხურვალეს ანიჭებს და ბევრ ჩვენგანს ძალიან გვიყვარს კერძებში მისი გამოყენება. ნივთიერება, რომელიც წიწაკას ესოდენ ცხარეს ხდის, კაპსაიცინი ეწოდება. კაპსაიცინი ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებაა და მისმა დიდი დოზით ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლებელია ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.


2. მუსკატის კაკალი (ჯაოზი)


image

ამ ერთი შეხედვით უწყინარი სანელებლის დიდი დოზა შესაძლებელია სიკვდილის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მუსკატი ძალიან ძლიერი ჰალუცინოგენია, ის ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ამიტომ ჯაოზის დიდი რაოდენობით გამოყენება დაუშვებელია.


3. სელის ზეთი


image

ბოლო ხანებში მოდაში შემოვიდა ათასგვარი გასახდომი დიეტა, რომელთა ძირითად კომპონენტს სელის ზეთი და სელის ფქვილი წარმოადგენს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სელის ზეთი ტოქსიკურია და შესაძლებელია ძლიერი მოწამვლა, სიბრმავე და ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


4. ჰაერის გამწმენდი


image

სინამდვილეში ჰაერის გამწმენდი ერთგვარ "ქიმიურ კოქტეილს'" წარმოადგენს. მისი მოხვედრა ადამიანის ორგანიზმში ძალიან საშიშია, რადგან ამ სითხეს შეუძლია შინაგანი ორგანოების დამწვრობა გამოიწვიოს. ამიტომ გირჩევთ, შეინახოთ ის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


5. შროშანის ყვავილი


image

შროშანის ყვავილი შხამიანია და ის საშიშია როგორც ადამიანისათვის, ასევე შინაური ცხოველებისათვისაც. თუ თქვენდა უნებურად ამ ყვავილს პატარა ნაწილი მოაკვნიტეთ, იმწამსვე იგრძნობთ თავბრუსხევაას, სურდოსა და ცემინებას, ხოლო განსაკუთრებით ალერგიული ადამიანი შროშანის წვენის ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლებელია მოკლას კიდეც.


6. სოკოები


image

არსებობს შხამიანი სოკოს ასზე მეტი ჯიში, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ადამიანის მოკვლა, ამიტომ ჩემი რჩევაა, ნუ ენდობით ტყეში მოკრეფილ სოკოს, უკეთესია ის სუპერმარკეტში შეიძინოთ (მერე რა, რომ ხელოვნურად მოყვანილი სოკო უგემურია და აბსოლუტურად განსხვავდება თავისი ველური წინაპრისაგან, სამაგიეროდ ის გაცილებით უვნებელია).


7. ორაგული


image

რა თქმა უნდა, ზღვასა და ოკეანეში გაზრდილი ეს საოცრად ნაზი გემოს თევზი სრულიად უვნებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი სუპერმარკეტების თაროებზე ძირითადად ხელოვნურ ტბებსა და წყალსაცავებში გაზრდილი თევზი გვხვდება, რომელიც დიდი რაოდენობით ტოქსინებს შეიცავს, ამიტომ ის ძალიან საშიშია ჯანმრთელობისათვის.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით მომრავლდა გაყინული თევზით მოწამვლის შემთხვევები.



8. ფრჩხილების ლაქი


image
ფრჩხილების ლაქი -კიდევ ერთი "ქიმიური კოქტეილია". ცნობილი ბრენდებიც კი, რომელთა მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ არ იყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს, სავსეა ტოქსინებით. ამიტომ გირჩევთ, მოერიდეთ ამ ნივთიერების პირში მოხვედრას (საკმაოდ ბევრ ქალს ჩვევად აქვს ენით გასინჯოს, გაშრა თუ არა ლაქი).



9. ტუჩსაცხი (პომადა)


image


დაბალხარისხიანი პომადების უმეტესობა დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს, ამიტომ მისი ორგანიზმში მოხვედრა დაუშვებელია. ზოგიერთი სახეობის პომადის "შეჭმამ" შესაძლებელია სიკვდილიც კი გამოიწვიოს.



10. შოკოლადი


image

ხომ არ შეშინდით, შოკოლადის მოყვარულებო? - ამჯერად დაგამშვიდებთ, ამ შემთხვევაში საქმე ეხება თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველებს, რადგან მათთვის შოკოლადი ძალიან მავნებელია და რაც უფრო შავია შოკოლადი, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მან თქვენი ოთხფეხა მეგობრის ძლიერი მოწამვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.


ალბათ ცოტაოდენ შეგაშინეთ კიდეც... ბევრი თქვენგანი არ ელოდა ამ სიაში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პროდუქტების მოხვედრას. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ის ხომ თქვენს ხელშია!

0
16675
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
16675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0