ფოტოგრაფია უცნაური ფოტოსესია 2012, 25 მაისი, 16:09 ვილნიუსის ფოტოგრაფიის კვირეულისთვის, ლიტველმა ფოტოგრაფმა Tadas Černiauskas-მა უცნაური ფოტოსესია მოაწყო, სახელად "Blow Job" ("Blow Job"-ის განმარტება ალბათ ყველამ იცით)
უცნაურია ის ფაქტი რომ თვითონ ფოტოგრაფიც არ ელოდა ამდენ მსურველს, ფოტოსესიაში მონაწილეობის მისაღებად.
მოდელების სახეზე ჰაერს უშვებდნენ სპეციალური მოწყობილებებიდან, რომელიც სახეს დეფორმაციას აძლევდა და სასაცილო სანახავი იყო. ყველა მომენტი ფოტოგრაფმა ფოტოაპარატზე დააფიქსირა.
" ყველაფერი უფრო ხუმრობა იყო, სერიოზულად არავის არ მიუღია ჩემი წამოწყება, არც მე. პირველ დღეს იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ გამიჭირდა ყველას გადაღება და ამიტომ გადაღებები რამოდენიმე დრეს გაგრძელდა. რა თქმა უნდა ყველა მსურველი ვინც იყო არ შევიდა საგამოფენო ფოტოკოლექციაში, მაგრამ პორტფოლიოში უკლებლივ ყველა მოხვდება. ფოტოებსი სერიას სახელიც სასაცილო აქვს "Blow Job" რაზეც დიდი ხანი ვითანხმებდი გამოფენის ორგანიზატორებს რომ სახელი არ შეეეცვალათ. " აცხადებს პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი.
თანამედროვე ხელოვნება განსხვავებით ძველი აკადემიური სტილისგან ეძებს ახალ გზებს, ახალ სივრცეში დასამკვიდრებლად. თანამედროვე ხელოვნება სწორედ ამიტომ არის თანამედროვე, რომ იგი სრულიად იმპროვიზირებული და ახალია. არ ემორჩილება კანონებს, თუნდაც ესტეტიკის, კომპოზიიის, ის სრულიად სუბიექტური გახდა. მას ან მიიღებ ისეთს როგორიც არის და ან არა, ან აღიქვამ ფორმას ან ისევ კლასიკური ხელოვნების მოყვარული დარჩები. (მოამზადა მარიამ მინდიაშვილმა http://sgustok.org) 199 7-ს მოსწონს
|