x
image
პროფესორი
როგორ მოვიხსნათ სტრესი სუნთქვითი ვარჯიშების დახმარები
სტრესზე ფიზიკური, მენტალური და ემოციური რეაქცია გაღიზიანება გახლავთ. როცა რაღაც პრობლემები გვაქვს, გაღიზიანება ერთგვარ მოტივატორადაც შეიძლება იქცეს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მთლიანად მისი გავლენის ქვეშ გვაქცევს, გვირღვევს
ძილს, გვფიტავს და გვაავადმყოფებსკიდეც.იოგას სუნთქვითი ვარჯიშები დამშვიდებაში
დაგეხმარებათ.ეს ვარჯიშები მედიტაციასაც უწყობს ხელს და გონებასაც გვიწმენდს.
ცნობიერი სუნთქვა თქვენი სუნთქვის გაცნობიერებას გულისხმობს.როცა ადამიანები გაღიზიანებულები არიან და სტრესს განიცდიან, ზედაპირულად სუნთქავენ.წესიერი სუნთქვა
ფილტვებისა და დიაფრაგმის გახსნას გულისხმობს და ამ პროცესში მხრები არ უნდა იყოს ჩართული.
კომფორტულად დაჯექით და გემრიელად მოეწყვეთ.ერთი ხელი მუცელზედაიდეთ, მეორე მკერდზე.თვალები დახუჭეთ და წესისამებრ ისუნთქეთ.
კონცენტრირდით სუნთქვაზე.ყური დაუგდეთ საკუთარ სუნთქვას, იგრძენით, როგორ ივსებაფილტვები ჰაერით, როგორ ამოდის და ჩადის მკერდი.ყოველ ჩასუნთქვაზე

წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს სასიცოცხლო ენერგიით ივსებით და როცა ამოისუნთქავთ, სხეულიდან ნეგატიურ ენერგიას განდევნით.საკუთარ სუნთქვაზე ფოკუსირება მინიმუმ ხუთ წუთს უნდა გრძელდებოდეს.

image

ბზიკის სუნთქვა


ბზიკის სუნთქვა დამწყებებისთვის შესანიშნავი სავარჯიშოა, რადგან ძალიან ადვილი მისახვედრია, სწორად აკეთებთ თუ არა.

დაჯექით სწორად, მხრები მოადუნეთ და მკერდი გახსენით. ჩაისუნთქეთ ნელა და ფილტვები ბოლომდე გაავსეთ.8 წამის განმავლობაში შეიჩერეთ ფილტვებში ჰაერი და მე რე ისევ ნელა დაიწყეთ ამოსუნთქვა.ეს ხუთჯერ გაიმეორეთ.

0
113
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0