საქართველო ვისი იდეა იყო ქალაქ ,,ლაზიკას,, დაარსება და რა დანიშნულება უნდა ქონოდა მას. 2012, 25 მაისი, 15:43 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას გააცნო ახალი ქალაქის “ლაზიკას''-ს მშენებლობის დაწყების ინიციატივა.პრეზიდენტის თქმით ეს ქალაქი 10 წელიწადში უნდა აშენდეს და ნახევარი მილიონი ადამინი იცხოვრებს.ამ გრანდიოზულ პროექტზე ბიუჯეტიდან 1.5 მილიარდი ლარია გათვლილი, რომელიც ეტაპობრივად გამოიყოფა ბიუჯეტიდან.
პრეზიდენტის განცხადებიდან ლაზიკის მშენებლობის შესახებ, რამოდენიმე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ “ლაზიკას “ აშენების იდეა ამერიკაში მხოვრებ ქართველ ემიგრანტ დავით კარტოზიას ეკუთვნის.
დავით კარტოზიას პროექტის თანახმად ქალაქ “ლაზიკას“მოსახლეობის 95% დევნილები უნდა ყოფილიყვნენ.ისინი დასაქმებული იქნებოდნენ ხამანცკების ბიზნესში, რაც ბატონი დავითის თქმით საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია.
ქალაქში უნდა ყოფილიყო 2 ეკლესია, მაღაზიები, გასართობი ცენტრები, ფიტნეს კლუბები.ასევე “ლაზიკა'' უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად მწვანე ქალაქი, სადაც არ იქნებოდა შიგაწვის ძრავა და მაღალი ვოლტის კაბელიც კი.
როდესაც დავით კარტოზიამ “ლაზიკას'' პროექტი პრეზიდენტს გააცნო მან პროექტი დაიწუნა.მას არ მოეწონა ქალაქის დევნილებით დასახლების იდეა, აგრეთვე ეკლესიების არსებობაც ქალაქში.მისი აზრით კაზინოები აჯობებდა. ასე რომ დაწუნებულმა მწვანე ქალაქმა “ლაზიკამ“ პრეზიდენტს შთააგონა ჭაობებზე პატარა ლას-ვეგასი გაეშენებინა. 990 11-ს მოსწონს 1-ს არა
|