საქართველო კობა დავითაშვილის და სერგო რატიანის ჩხუბი პირდაპირ ეთერში 2013, 15 თებერვალი, 13:09 ცნობილი “პოლიტიკოსი'' კობა დავითაშვილი კიდევ ერთხელ გახდა აყალ-მაყალის მიზეზი.კერძოდ, პირდაპირ ეთერში, გადაცემა “არგუმენტში'' შეხლა-შემოხლა მოხდა ბატონ კობასა და სერგო რატიანს შორის.ეს უთანხმოება მოჰყვა 8 თებერვლის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენების განხილვას, როდესაც ბატონმა კობამ, ნაციონალური მოძრაობის ყველა ცოდვა სერგო რატიანს მიაწერა.სწორედ ამ ბრალდებაზე გამწარებულმა ბატონმა სერგომ, მაგიდაზე მუშტი დაახეთქა და წამოდგა.როგორც ჩანს ეს საჩხუბრად გამოწვევის სიგნალად მიიღო ბატონმა კობამ და ტყიდან გამოვარდნილი დათვივით ეძგერა სერგო რატიანს და ერთი დარტყმით მოსვა ძირს. შეიძლება ითქვას სულზე მიუსწრეს ბატონ სერგოდს და გამოაცალეს კლანჭებიდან “გამძვინვარებულ დათვს'', რომელიც გინებ-გინებით მისდევდა “მსხვერპლს''. 33 3-ს მოსწონს
|