საქართველო პრეზიდენტი მიაბიჯებდა,შორს წალენჯიხის გზაზე. 2015, 26 სექტემბერი, 15:37 საღამოობით, როცა ცისფერ ეკრანს ვუსხედით წყნარი თბილისელები და “პოლე ჩუდეს”-ით ვერთობოდით, შორს, წალენჯიხის ტალახიან გზაზე, მიაბიჯებდა ჯოხს დაყრდნობილი, წვერმოშვებული, ჩონჩხადქცეული კაცი. ეს კაცი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ორიოდე თვის წინათ მის ყოველ გამოჩენას და მოზეიმე სიტყვას მოსდევდა ტაშის ტალღა, ავტომატების კანონადა და სახეშეშლილი ხალხი ნატრობდა, ახლოდან ენახა იგი. ახლა კი მიდიოდა – ყველასგან მიტოვებული და განწირული, და ღამის სიბნელეში ქრებოდა ლანდი, დანგრეულ სამშობლოზე ჯავრით დალეული. 207 5-ს მოსწონს
|