კოლექციები ადრიანა ლიმა ვოგის 2015 წლის სათვალეების კოლექციისთვის 2015, 25 სექტემბერი, 14:31 34 წლის უმშვენიერესმა ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ მონაწილეობა მიიღო ოპტიკური ფირმის Vogue-ის სათვალეების 2015 წლის ზამთრის კოლექციის ფოტოსესიაში, რომელიც გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა Ellen Von Unwerth-მა. გადაღებები მიმდინარეობდა ბრაზილიაში და ადრიანამ მოირგო როგორც მზის, ასევე მხედველობის სათვალეები, რომელსაც ადრიანა თავადაც ატარებს. სათვალეების მოდელები დახვეწილობით და ელეგანტურობით გამოირჩევა, ადრიანას მშვენიერებაზე კი ლაპარაკი ზედმეტია. ადრიანა ლიმა ვოგის 2015 ზამთრის წლის სათვალეების კოლექციისთვის: 149 3-ს მოსწონს
|