x
image
natia.a
6 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის შეწვის დროს ვუშვებთ - გაითვალისწინეთ!

image
შემწვარი კარტოფილი - ყველაზე მარტივი, ყველაზე პოპულარული და ყველაზე საყვარელი კერძი. რა უნდა კარტოფილის შეწვას, ეს ხომ ასე იოლიაო, - ბევრი იტყვის. არადა მთლად ასეც არ არის საქმე. ხრაშუნა, ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილის მომზადება ყველამ არ იცის. ძალიან ხშირად შემწვარზე მეტად კარტოფილი ჩაშუშულს ან მოხარშულს უფრო ჰგავს. ან პირიქით, დამწვარი, მაგრამ მშრალი და მოუხარშავი გამოდის. ამიტომ ამ სატატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე შეცდომაზე, რომელთა გამოც ჩვენს მიერ შემწვარი კარტოფილი ხრაშუნა და დაბრაწული არ გამოდის.

1. არ ვირჩევთ სათანადო კარტოფილს.
image

საქმე ეხება არა კარტოფილის ჯიშს (ისინი უამრავი არსებობს და უბრალო ადამიანს ნამდვილად გაუჭირდება მათში გარკვევა) არამედ მხოლოდ გარეგან იერს, უფრო კონკრეტულად, ფერს, რომლის სწორად არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. დაიმახსოვრეთ, რომ თეთრი კარტოფილი კარგად იხარშება, იგი უკეთესია პიურესთვის, სუპებისთვის და ა.შ. ცხადია, მისი შეწვაც შეიძლება, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ ჩაგეშალოთ. თუ გსურთ, რომ შეწვისას კარტოფილი არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს, არჩევანი შეაჩერეთ ყვითელი ან წითელი ფერის კარტოფილზე.

2. არ ვჭრით სწორად.
image

ნათქვამია, კარტოფილს როგორც დაჭრი, ისე შეიწვებაო. დაჭრა ძალი ბევრნაირად
შეიძლება - ჩხირებად, კუბიკებად, ფირფიტებად - მთავარი ის არის, რომ რაც უფრო თხელი იქნება ნაჭრები, მით სწრაფად შეიწვება. ხოლო სქელ ნაჭრებს შესაწვავად დროც მეტი დასჭირდება და სახამებლის გემოც მეტად ექნება შენარჩუნებული.

3. არ ვაშორებთ ხედმეტ სახამებელსა და წყალს.
image
ზედმეტი სახამებლის მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია. ასე შემწვარი კარტოფილი უფრო ხრაშუნა გამოვა. დაჭრილი კარტოფილი გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ მინიმუმ 30 წუთი, შემდეგ კი შეამშრალეთ. თუ წყალი ან სახამებელი დარჩა, კარტოფილი ჩაიშლება.

4. არ ვაცხელებთ ტაფას და არ ვასხამთ სწორად ზეთს
image

სანამ ზეთს (თუ სხვა ცხიმს) დავასხამთ, ტაფა უნდა გაცხელდეს. ზეთი კარტოფილს დაახლოებით ნახევრამდე უნდა ფარავდეს.

5. არ ვწვავთ სწორად

image

იმისათვის, რომ კარტოფილი ხრაშუნა გამოვიდეს, ჯერ უნდა შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე და ხშირად ამოვურიოთ. შემდეგ კი ცეცხლს ჩავუკებთ, ტაფას თავსახურს დავახურავთ და ვაგრძელებთ შეწვას მომზადებამდე, თან რაც შეიძლება იშვიათად ვურევთ. პროფესიონალი მზარეულები თანხმდებიან, რომ კარტოფილის შესაწვავად ტაფის თავსახური უმჯობესია იყოს გუმბათისებური, რადგან ასე მეტი სივრცე იქმნება ორთქლის ცირკულაციისთვის, ტემპერატურა არ ვარდება და კარტოფილი თანაბრად იწვება. ამგვარად კარტოფილი გამოდის საკმაოდ ხრაშუნა, მაგრამ არა მაგარი და შიგნითაც კარგად არის შემწვარი.


6. მარილს ვაყრით არასწორ დროს
image
თუ მარილს შეწვამდე დავაყრით, კარტოფილი „წვენს“ გაუშვებს და ხრაშუნა აღარ გამოგვივა. ამიტომ მარილის მოყრა უმჯობესია სანახევროდ შემწვარ ან უკვე შემწვარ კარტოფილზე.

3
41395
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
41395
  
2017, 4 მარტი, 20:36
კარგია!
2015, 25 სექტემბერი, 15:18
გაიხარე, დიდი მადლობა. :)
2015, 25 სექტემბერი, 14:15
მშვენიერი რჩევებია, ნამდვილად გასათავლისწინებელი :) გავაზიარე :)
0 1 3