x
image
candice
მსოფლიოს ტოპ 10 გასაოცარი მინის ნაგებობა
თანამედროვე არქიტექტურა ხშირად არის არატრადიციული. მინის გამოყენება, როგორც გამორჩეული მასალა, ცოტა ხნის წინ დაიწყო. რომელიც ნამდვილი ინოვაციაა და ამვდროულად განსაცვიფრებელი სილამაზითაც გამოირჩევა. აქ არის ჩამოთვლილი მსოფლიოს ტოპ 10 გასაოცარი მინის ნაგებობა.

1.პეკინის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიმუში თანამედროვე არქიტექტურისა, იგი მდებარეობს პეკინში, შენობა დააპროექტა ფრანგმა არქიტექტორმა Paul Andreu. იგი აშენდა 2007 წელს, დამზადებულია მინისა და ტიტანიუმისაგან. იგი გარშემორტყმულია ხელოვნური ტბით, შენობაში განლაგებულია:ოპერა, თეატრი და საკონცერტო დატბაზი, რომელსაც 5000 სტუმრის დატევა შეუძლია.image2.მოცეკვავე სახლი

შენობა 1996 წელს პრაღაში აშენდა, მას მეორენაირად ფრედსა და ჯინჯერს უწოდებენ. ისინი ცნობილი მოცეკვავეები იყვნენ და შენობაც მათ საპატივსაცემად აიგო, რადგან სახლი მოცეკვავე წყვილს გვაგონებს, იგი დააპროექტეს არქიტექტორებმა Vlado Milunić და Frank Gehry-იმ.image3.30 ქ.ჩ Mary Axe,


ამ ნაგებობას ასეთი უცნაური სახელი აქვს, იგი იმ ქუჩის სახელს ატარებს სადაც მდებარეობს, იგი ლონდონში ააშენა ინჟინერმა Norman Foster, მისი მშენებლობა 2003 წელს დასრულდა და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა ლონდონში,


სულ 41 სართულია.image4.ლუვრის პირამიდა

ლუვრის პირამიდა პარიზში მდებარეობს, იგი 1989 წელს არქიტექტორმა I. M. Pei ააშენა და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.


image5.ნიდერლანდების აუდიოვიზუალური ინსტიტუტი

ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა მსოფლიოში, რომელიც დააპროექტა Willem Jan Neutelings და Michiel Riedijk-მა. შენობა კუბის ფორმის არის და დაფარულია ფერადი პანელებით, იგი სულ 10 სართულისაგან შედგება, რომლის ნახევარი მიწის ქვეშ მდებარეობს. ეს არის მუზეუმი და არქივი, რომელიც ინაზავს აუდიოვიზუალურ მასალებს.

image6.სასტუმრო W

სასტუმრო W, რომელიც მდებარეობს ბარსელონის სანაპიროზე არის იდეალური მაგალითი თანამედროვე არქიტექტურის წინსვლის. სასტუმრო ააშენა Ricardo Bofill
2009 წელს. მას იალქნის ფორმა აქვს და გადაყურებს ხმელთაშუა ზღვას.

image7. ბასკეთის ჯანდაცვის დებარტამენტის შტაბ-ბინა
ეს არის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციონი ქალაქ ბილბაოში,

არ გეგონოთ ხელოვნების მუზეუმი ან საოფესე შენობა, იგი ჯანდაცვის დეპარტამენტის შტაბ-ბინაა, რომელიც ააგო Coll-Barreu-მა.

image8.სახლი

ეს ნაგებობა არის ყველაზე ძველი სამშენებლო პროექტი ამ სიაში, რომელიც ააგო Ludwig Mies van der Rohe-იმ. იგი ქალაქ ფლანოსთან ახლოს მდებარეობს, აშენდა 1951 წელს, აქ ცხოვრობდა ცნობილი ექიმი Edith Farnsworth, სახლი 2006 წლიდან ისტორიულ მუზეუმად გადაკეთდა.

image9.კანაგაუას ტექნოლოგიის ინსტიტუტი

ეს შენობა, თუ შეიძლება მას შენობა ვუწოდოთ არის ერთ-ერთი ყველაზე გამჭირვალე
ნაგებობა, რომელიც მდებარეობს ტოკიოში, იგი არის მხოლოდ ერთი ოთახი, რომელიც 2000 კვადრატული მეტრია, იგი დააპროექტა Junya Ishigami.

image10.კურიტიბას ბოტანიკური ბაღი

ქალაქ კურიტიბა მდებარეობს ბრაზილიაში, აქ უამრავი ტურისტი ჩადის ბოტანიკური ბაღის სანახავად, რომელიც 1991 წლის გაიხსნა, სათბური არის 450 კვადრატული მეტრი, სადაც უამრავი ყვავილია, ხოლო სათბურის ეზოში მდებარეობს ჩანჩქერი.image

2
635
5-ს მოსწონს
ავტორი:candice
candice
635
  
2015, 24 სექტემბერი, 17:37
მადლობა
2015, 24 სექტემბერი, 16:06
კარგიაა ყოჩაღ..გავაზიარე
0 1 2