
ინტერნეტში გავრცელდა თინეიჯერი თვითმკვლელი ტერორისტის სიცოცხლის ბოლო წუთების ამსახველი ვიდეო. ახალგაზრდა მებრძოლს ასაფეთქებელი მოწყობილობით, მოწინააღმდეგის მხარე აგზავნიან. ეროვნებით უზბეკი, ჯაფარ ალ-თაიარი ალ-ქაიდას მხარეს მებრძოლი დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა.
ვიდეოჩანაწერზე ისმის, როგორ აძლევს ჯაფარ ალ-ტაიარს რაზმის მეთაური დანაღმულ მანქანაში ჩაჯდომისა და მოწინააღმდეგის ობიექტის აფეთქების ბრძანებას. უფროს ჯიჰადისტები მას უზბეკურ ენაზე გულშემატკივრობენ, ამხნევებენ და ურჩევენ ალაჰზე იფიქროს.

უკანასკნელი ბრძანების შესრულებამდე ბიჭი შეშინებულია, ცრემლებს ვერ იკავებს და სახეზე სასოწარკვეთა ეტყობა.
„მე უბრალოდ მეშინია, რომ ვერ შევძლებ“ - ამბობს ჯაფარი, თუმცა მან ამოცანა შეასრულა. ბოლო კადრში დიდი აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლი ჩანს.
იხილეთ ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო: