x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"დასავლეთს შეუძლია მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი ორიოდე წუთში გაანადგუროს" - ბრიტანულმა გამოცემა
image

ბრიტანულმა გამოცემა Daily Express-ის სამხედრო ექსპერტების განცხადებით, "ნატოს "ერთ-ერთ ქვეყანაზე ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, რუსეთი ალიანსის ყველა წევრისგან ერთდროულ საპასუხო დარტყმას მიიღებს.


ჟურნალისტების თქმით, დასავლელი ლიდერები თვლიან, რომ რუსეთს ურჩევნია თავი შეიკავოს ბირთვული იარაღის გამოყენებისგან, თუ იცის ნატოსგან მომავალი საფრთხის დონე. კერძოდ, ალიანსის ქვეყნების გადაწყვეტილება, გამოიყენონ თავიანთი ბირთვული არსენალი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წუთში გაანადგუროს რუსეთის ორივე დედაქალაქი - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი.


გამოცემა იუწყება, რომ ალიანსის წევრებმა უკვე გააფრთხილეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომ ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაზე ატომური დარტყმის შემთხვევაში, ამ სამხედრო ორგანიზაციის 30-ვე წევრი ქვეყნისგან საპასუხო რეაქციას მიიღებს.



The Daily Express საუბრობს იმ გარანტიებზე, რაც ალიანსის წესდებაშია, რის მოხედვითაც თითოეეული ქვეყნის დაცვა ყველა დანარჩენი წევრის ვალდებულებაა. ნატო მზადაა უპასუხოს ოფიციალური მოსკოვის ნებისმიერ გამოწვევას.


გამოცემის თანახმად, ბრიტანეთისთვის ლონდონზე დარტყმა „კატასტროფულ შედეგებს“ მოიტანს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინისთვის ეს არანაკლებ „ხელშესახებ შედეგებს“ გამოიწვევს.


„სულ რამდენიმე წუთში დასავლეთს შეუძლია მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი დედამიწის პირისგან ღგავოს“, - წერს Daily Express.


ამავდროულად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ნატოზე თავდასხმის შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის "გარდამტეხი მომენტი" იქნება.


კონგრესში მოსმენების დროს მან თქვა, რომ მოსკოვის ასეთი ქმედებები იქნება „ფაქტორი, რომელიც ძირეულად შეცვლის სიტუაციას“.


მისი თქმით, პასუხი გაცემული იქნება ნატოს ქარტიის 5 სტატის მიხედვით „კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ“. ალიანსი ასევე უპასუხებს "როგორც კოალიცია", ხაზგასმით აღნიშნა მან.


ლოიდ ოსტინის თქმით, ამჟამად რუსეთის მხრიდან ალიანსის წევრებზე თავდასხმის განზრახვა არ იგრძნობა. იმავე აზრს იზიარებს ალიანსის ხელმძღვანელის მოადგილე მირჩა ჯოანე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პირიქით .ნატოს დაემუქრა როსკოსმოსის ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი, მან განაცხადა, რომ რუსეთი ნახევარ საათში გაანადგურებს ნატოს ქვეყნებს ბირთვული ომის შემთხვევაში, ამიტომ მან მოუწოდა არ დაუშვან მსგავსი სცენარი.


როგოზინმა გლობალური კატასტროფის საფრთხის შესახებ საკუთარ "ტელეგრამის" არხზე დაწერა.

9
892
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
892
  
2022, 14 მაისი, 21:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 მაისი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 14 მაისი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 14 მაისი, 3:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 14 მაისი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 14 მაისი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 13 მაისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ----ის კომენტარზე
2022, 13 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 13 მაისი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9