x
image
პროფესორი
ჯოჰარ დუდაევის სიტყვა გამსახურდიასადმი

image
იჩქერიის პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევის სიტყვა 1994 წლის 23 თებერვალს ქ. გროზნოში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე.

“ძნელია წარმოთქვა ეს სიტყვები – ილაპარაკო ზვიად გამსახურდიას სიკვდილზე და შეუძლებელია გამოარჩიო, ვის მიმართო კავკასიაში – ეს მთელი კავკასიელი ხალხის, მთელი ჰუმანური კაცობრიობის ტრაგედიაა.

ზვიად კონსტანტინეს ძე ჩვენი დროის ერთ-ერთი უგენიალურესი პიროვნებაა. შორს არაა ის დრო, როცა საქართველოცა და კავკასიაც, აგრეთვე, მშვიდობისმოყვარე ჰუმანური კაცობრიობა, გაიაზრებს, თუ ვინ დავკარგეთ.

მე, უპირველეს ყოვლისა, დავკარგე ტალანტი მასწავლებელი, თანამებრძოლი ადამიანის უფლებათა დაცვაში და ერთგული მეგობარი, მაგრამ უნდა დაგარწმუნოთ, რომ ასეთები ათასი წლის მერეც ხალხის მადლიერებით იქნებიან მოსილნი.

მოხდა ისე, რომ ტრაგედიას ტრაგედია დაერთო. როგორ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ქართველი ხალხი, თუკი დღეს მას არ ძალუძს მშობლიურ მიწას მიაბაროს გენიალური ადამიანის ნეშტი? ეს ეპოქის ორმაგი ტრაგედიაა.


ზვიად კონსტანტინეს ძე მაშინ წავიდა ამ ცხოვრებიდან, გააკეთა რა ყოველივე, რისი გაკეთებაც შეეძლო საქართველოსა და კავკასიისათვის.
ცხოვრებაში თავისი გააზრებული ნაბიჯის გადადგმისას, მან თავი გადადო საქართველოსა და კავკასიის ხალხთა პატიოსნების, სინდისის, ღირსების, დამოუკიდებლობისა და ამ მიწაზე მათი უფლებების დაცვისათვის.
ეს უკანასკენელი ნაბიჯი მან გადადგა მარადისობაში, რათა წინ აღდგომოდა მისი სახელითა და დროშით
შემდგომ სისხლისღვრას.


მე კარგად ვიცი, რატომ ჩავიდა იგი საქართველოში. ზვიად კონსტანტინეს ძე არ იყო მხდალთა რიგებიდან. ის იყო გმირული, ძლიერი, ნიჭიერებით თვით ღმერთისა და ბუნების მიერ ცხებული ადამიანი. ასეთ ადამიანს კი შეუძლებელია გაუცნობიერებლად გადაედგა თუნდაც ერთი ნაბიჯი და გადადგა კიდეც ეს ნაბიჯი, რათა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისი ერთგულებისა და სიყვარულისთვის საქართველოსა და მისი ხალხისადმი.

ჩვენ მოვიპოვეთ დიდი ადამიანის ნეშტი და ნეშტი ამ ადამიანისა მიებარა აქაურ მიწას. ჩვენ ბედნიერნი ვართ მივიღოთ ეს ნეშტი. როგორც ჩანს, ზენაარმა ამჯერადაც აკურთხა ეს მიწა. ასე მოხდა, მაგრამ ჩვენ როდი ვმიჯნავთ მას საქართველოსგან; არ ვაცალკევებთ მას არც კავკასიისგან – იგი კავკასიის შვილია და, სურთ თუ არა ეს მოწინააღმდეგეთ, ის არის ჩვენი დროის უნიჭიერესი და უგენიალურესი ადამიანი.

მშვიდობა მის ნეშტს და სიცოცხლე მის საქმეებს!”



0
582
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0