x
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სირიელი ბავშვის შვილად აყვანას გეგმავენ

imageექვსი შვილის მშობლები, მსახიობები ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ობოლი სირიელი ბავშვის შვილად აყვანას გეგმავენ. როგორც Dailymail იუწყება, ჯოლი უკვე შეხვდა სამ სირიელ ძმას, რომელთა მამა ჯარისკაცებმა წაიყვანეს და დედა დაბომბვის დროს გარდაიცვალა.
როგორც მედია წერს, 38 წლის ჯოლის, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, სურს სამივე ძმა იშვილოს. მაგრამ როდესაც დაბრუნდა შტატებში და მეუღლეს ამის შესახებ გაუმხილა, პიტმა უარი უთხრა - აუხსნა, რომ მათ შვილებს ოჯახში მსგავს მოულოდნელ ცვლილებასთან შეგუება გაუჭირდებათ.
საბოლოოდ ისინი ერთი ბავშვის აყვანაზე შეთანხმდნენ. ჰოლივუდის მსახიობებს სამი ბიოლოგიური შვილი ჰყავთ, სამი კი - აყვანილი.

0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0