x
აშშ გერმანიაში ახალი სახეობის ბირთვულ იარაღს განათავსებს

imageაშშ გერმანიის ბუნდესვერის (შეიარაღებული ძალების) ავიაბაზაზე ახალი სახეობის ბირთვული იარაღის განთავსებას იწყებს. ბაზა გერმანიის ფედერალურ ოლქში, რეინლანდ-პფალცში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული DW ტელეკომპანია ZDF-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ექსპერტებმა ტელეკომპანიას განუცხადეს, ახალი ტაქტიკური ბირთვული იარაღები В61-12-ები გაცილებით მეტი სიზუსტით გამოირჩევიან, ვიდრე ისინი, რომლებიც აქამდე ინახებოდა ბაზაზე. ომის შემთხვევაში, ამ ბომბებს გერმანული Tornado-ები მტრის ტერიტორიაზე ჩამოაგდებენ ნატოს სტრატეგიის - „ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების“ შესაბამისად.
ტელევიზიასთან საუბარში ვაშინგტონის ინსტიტუტის Nuclear Information Project-ის თანამშრომელმა გააკრიტიკა აშშ-ს გეგმები. მისი თქმით, ახალი ბომბები ტაქტიკურ და სტრატეგიულ ბირთვულ შეარაღებებს შორის საზღვარს შლიან. მისივე თქმით, ეს ბომბები ასევე განთავსდება თურქეთსა და იტალიაში.
აღნიშნულზე უკვე გამოთქვა შეშფოთება რუსეთმა.
„შეშფოთებას იწვევს ასევე ე.წ. „ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების“ პრაქტიკა ნატოს ფარგლებში. წვრთნები, რომელიც ეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებსაც თავად არ გააჩნიათ მსგავსი შეიარაღება, არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების პირველი და მეორე მუხლების პირდაპირი დარღვევა. ასეთი სიტუაცია უკვე 40 წელია გრძელდება“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა გერმანულ ZDF-თან საუბარში.
ტელეკომპანია ZDF-ი აღნიშნავს, რომ აშშ-ს გეგმები ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მარტში გერმანიის ბუნდესტაგმა დაავალა გერმანიის მთავრობას, რომ მოახერხოს აშშ-ს ბირთვული იარაღების გერმანიის ტერიტორიიდან გატანა. ამის შესახებ წერია 2009 წლის შეთანხმებაშიც, კოალიციის შიგნით.

0
44
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0