x
image
lady.ge
ნიუ-იორკის მოდის კვირეული
image9 თებერვალს ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა მოდის კვირეული, სადაც წარმოდგენილი იქნება შემოდგომა-ზამთარი 2012-13 წლის კოლექციები.
მოდის კვირეული ნიუ-იორკში პირველად გაიმართა 1943 წელს.

ამჯერად ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ეწოდება Mercedes-Benz Fashion Week New York.

ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პოპულარული იქნება კაშკაშა გაჯერებული ფერები, ჟაკარდის ქსოვილები, მომდგარი პიჯაკები და კოსტუმები.

კიდევ ერთ ტენდენციად, 1920-იანი წლების სტილის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ.

მრავალი დიზაინერისთვის ახალი კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო იყო რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის "არტისტი" და ვუდი ალენის - "შუაღამე პარიზში", რომლებიც წელს "ოსკარზეა" წარდგენილი.

როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი იქნება მუქი ლურჯი. სწორედ ეს ფერი შეცვლის პოდიუმზე დამკვიდრებულ შავს, რუხსა და კანისფერ ფერებს.

შარშანდელი სეზონის ტენდენციების მსგავსად, წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას უნივერსალიზმი და მინიმალიზმი.

image

Victoria Beckham

image


Victoria Beckham

image

Derek Lamimage

Derek Lam

image

Prabal Gurung

image

Prabal Gurung

image

Diane Von Furstenberg

image

Diane Von Furstenberg

image

Dona Karan

image

Dona Karan

image

Carolina Herrera

image

Jenny Pakham

image

Jenny Pakham

image

BCBG Max Azria

0
38
შეფასება არ არის
ავტორი:lady.ge
lady.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0