მოვლენები ნიუ-იორკის მოდის კვირეული 2012, 31 მარტი, 14:26 ![]() მოდის კვირეული ნიუ-იორკში პირველად გაიმართა 1943 წელს. ამჯერად ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ეწოდება Mercedes-Benz Fashion Week New York. ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ პოპულარული იქნება კაშკაშა გაჯერებული ფერები, ჟაკარდის ქსოვილები, მომდგარი პიჯაკები და კოსტუმები. კიდევ ერთ ტენდენციად, 1920-იანი წლების სტილის დაბრუნებას წინასწარმეტყველებენ. მრავალი დიზაინერისთვის ახალი კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო იყო რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის "არტისტი" და ვუდი ალენის - "შუაღამე პარიზში", რომლებიც წელს "ოსკარზეა" წარდგენილი. როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, ახალი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი იქნება მუქი ლურჯი. სწორედ ეს ფერი შეცვლის პოდიუმზე დამკვიდრებულ შავს, რუხსა და კანისფერ ფერებს. შარშანდელი სეზონის ტენდენციების მსგავსად, წელსაც შეინარჩუნებს აქტუალურობას უნივერსალიზმი და მინიმალიზმი. ![]() ![]() Victoria Beckham ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 38 შეფასება არ არის
|