x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138445
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512071
რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული იგავი

image

ოდესღაც, უძველეს დროში, ღმერთმა ათი ადამი გამოძერწა. ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე ცხვარს მწყემსავდა, მესამე თევზს იჭერდა და ა.შ.

ცოტა ხნის შემდეგ ეახლნენ ისინი ღმერთს და შესჩივლეს:

- თითქოს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გვაკლია. მოვიწყინეთ ძალიან.

ღმერთმა მისცა მათ თიხა და უბრძანა:

- ყოველმა თქვენგანმა გამოძერწოს თავისთვის ქალი, როგორიც თავად სურს - გამხდარი, მსუქანი, მაღალი, დაბალი... მე კი მათ სიცოცხლეს ვაჩუქებ.

ადამები ასეც მოიქცნენ. მაშინ ღმერთმა ლანგრით შაქარი გამოიტანა და თქვა:

- აქ ათი ნატეხი შაქარია. თითოეულმა თქვენგანმა თითო აიღოს და მისცეს თავის ცოლს, რათა ცხოვრება მასთან ერთად ასეთივე ტკბილი იყოს.

კაცები ასეც მოიქცნენ.

მაშინ ღმერთმა წარბები შეჭმუხნა და განაცხადა:

- თქვენს შორის ერთი თაღლითია, რადგან ლანგარზე სინამდვილეში თერთმეტი ნატეხი შაქარი იდო. რომელმა აიღო ორი ნატეხი?

ყველა გაჩუმდა.

გაბრაზებულმა ღმერთმა წაართვა მათ ცოლები, აურია ისინი და ისე ალალბედზე დაურიგა.

მას შემდეგ ათიდან ცხრა მამაკაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია, რადგან ზედმეტი ნატეხი შაქარი შეჭამა.


... და ადამებიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ყველა ქალი ერთნაირია, რამეთუ ზედმეტი ნაჭერი შაქარი მან თავად შეჭამა.


3
12050
18-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
12050
  
2015, 23 სექტემბერი, 13:36
ბოლომ დაგლიჯა:)))
2015, 23 სექტემბერი, 11:54
გამეცინააა)))) ის მეათე თავის თავზეა შეყვარებული მსუნაგი ქურდი ისააა)))) აქ რა გამოვიდა სხვის ცოლებზე "მეოცნებენი" უფრო პატიოსნები არიან თუ ქურდი საკუთართავზე შეყვარებული? თუუუ???? ყველა კაცი დამნაშავეა?))))))
2015, 22 სექტემბერი, 16:33
გავაზიარე
0 1 3