x
რუსეთი ბირთვული რაკეტების დაცვას აძლიერებს

imageრუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების ჯარების წარმომადგენლის მაიორ დმიტრი ანდრეევის განცხადებით, სარაკეტო ჯარები იწყებს ავტომატური სისტემების გამოიყენებას თავისი ბირთვული სარაკეტო კომპლექსების დასაცავად.
მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ხმელეთზე მოძრავი სარაკეტო კომპლექსების შენიღბვაზე. „კერძოდ, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი „ტოპოლის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსი იღებს შესანიღბ კომპლექტს. ახალი საშუალებები წლის დროის, ამინდისა და რელიეფის მიხედვით სარაკეტო კომპლექსების ეფექტური შენიღბვის საშუალებას იძლევა.“ - განაცხადა რუსმა მაიორმა. წელს რუსეთის სარაკეტო ჯარები 2200 შესანიღბ კომპლექტს მიიღებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 20-ჯერ მეტია.
ანდრეევის განცხადებით, ტეიკოვის სარაკეტო დივიზიის სამივე პოლკი 100%-ით დაკომპლექტდა შესანიღბი სისტემით. მისი თქმით, წელსვე სრულად აღიჭურვება ნოვოსიბირკსისა და ტაგილის სარაკეტო დივიზიები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის ვიცეპრემიერმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ პროვოკაციებისა და აგრესიის შემთხვევაში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

0
120
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0