x
"ისლამური სახელმწიფო" ტრიპოლის აეროპორტს თავს დაესხა

image"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ლიბიის ქალაქ ტრიპოლის აეროპორტს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ალ-არაბია" იტყობინება.
თავდასხმის შედეგად ექსტრემისტებმა უსაფრთხოების სამსახურის სამი წარმომადგენელი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, იყო აფეთქებისა და სროლის ხმაც. დაპირისპირების დროს მოკლეს რვა თავდამსხმელი. ინციდენტის შედეგად რეისები არ შეფერხებულა.
სამხედრო აეროდრომ "მიტიგას" სამოქალაქო რეისების განხორციელებისთვის იყენებენ, იგი ტრიპოლის ყველაზე დიდ აეროპორტს წარმოადგენს, რომელიც ისლამისტებთან დაპირისპირების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

0
212
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0